30 იანვარი, 2018
"იავნანამ კი არა და ხაჭაპურმა რა ჰქმნა" - ნუნუკას და ფროდოს დაშორებამ საზოგადოება ორ ნაწილად გახლიჩა
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ფროდოს და ნუნუკას გარშემო მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა. ნუნუკამ და ფროდომ ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება მოკლე დროში მიიღეს და სიუჟეტის მიხედვით, გუშინ დაშორდნენ. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ზოგი ნუნუკას უწუნებს გადაწყვეტილებას, ზოგი ფროდოს უწოდებს გაუზრდელს, არსებობენ ისეთებიც, ვინც თვლის, რომ სცენარისტს არ აქვს ამ ცხოვრებაში კარგი ნანახი და ეს ურთიერთობაც ამიტომ შეეწირა ხაჭაპურს.

„უფრო საინტერესო იქნებოდა ნუნუკა შეცვლილიყო და ნამდვილ ქალბატონად ქცეულიყო, ან ფრიდონი გამხდარიყო ტიპიური ქართველი მამაკაცი. რომელი
ვარიანტი იქნებოდა უკეთესი ეს ცალკე თემაა,მაგრამ ტრანსფორმაცია იქნებოდა ძალიან საინტერესო“
„ამხელა ქალი მიჩვეულია ამ მონურ ცხოვრებას და გადაჩვევა ნამეტნავად რთულია , მაგრამ, შესაძლებელი."

"თუ ტრაკი გაქვს დაანახებ რომ სხვანაირადაც შეიძლება ცხოვრება, მაგრამ, ამ ბოვშვს გერონტროფილიისკენ ლტოლვა რომ ახასიათებს რა ვქნათ“.

„აი, იავნანამ კი არა და ხაჭაპურმა რა ქნა!“.

„ოხ ხაჭაპურო..ხაჭაპურო“.

„ხაჭაპურს ვერ შეელია ნუნუკა.“

„არ იცის ამ ქალმა სხვანაირი ცხოვრება. ეცადა და არ გამოუვიდა. ყველა ხომ ვერ იქნება რაფინირებული... ქე შეურიგდება მის ბონდოიეს , დოუცხობს ხაჭაპურებს და იქნება ბედნიერი“.

„ნუნუკას არ უნდოდა ბაქარას კუხნაში დგომა, ამას ფრიდონას კუხნა უნდოდა,ფრიდონას კიდე მის კუხნაში არ უნდოდა ნუნუკა,მაშინ როცა ბაქარა მთელი ამ დროის განმავლობაში ნუნუკას ხაჭაპურზე ნატრობდა“.

„ ანუ, რა გვასწავლა ამ მინი lovestory-მ? რომ ადამიანები არ უნდა ვქმნიდეთ იდეალებს... არ უნდა ველტვოდეთ ცაში ვარსკვლავებს და თუ მაინცადამაინც ვესწრაფვით მათ, დედამიწაზე ნუღა ვეძებთ“.

„ მე მგონი ორივეს ზედმეტები მოუვიდათ. მართალია, სულ სამზარეულოში არ უნდა იყოს ქალი, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, მაგრამ ნორმალურ ქმარს ყოველთვის უხარია სახლში დაბრუნებულს ფუსფუსა ცოლი რომ ხვდება და გემრიელ სადილს რომ ახვედრებს”- წერენ კომენტარებში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ტოტო
არ გეწყინოთ ,მაგრამ ძალიან გოიმური სერიალია,თავისი ნანუკებით,ფროდოებით და კიდევ ათასი უბედურებით. საშუალო დონის თურქულ სერიალზეც (რომლებსაც არ ვუყურებ) უფრო დაბალი დონეა (არც ამ სერიალს არ ვუყურებ).მოყოლილს ვუსმენ ზოგჯერ,ხანაც არხების გადართვის დროს რაღაც ნაწყვეტებს ვნახულობ. არ გრცხვენიათ,ამ ხალხს კიდევ ეს უბედურება უნდა საყურებლად...რამე გადაიღეთ კომბლეზე,წიქარაზე,ნაცარქექიაზე...
09:52 / 06-02-2018
გამოხმაურება / 0 /
აკაკი
მობეზრდა ფრიდონას მიხვდა ნანუკა და წავიდა
14:46 / 05-02-2018
გამოხმაურება / 0 /
მოქალაქე
აქ ზუსტად ისაა მორალი, რომ ადამიანები არ იცვლებიან, რაც არიან იგივეებად რჩებიან, ტილი მაინც ტილად დარჩება თუნდაც ეღირსოს მოკალათება გვირგვინიანი დედოფლის თავში.
18:25 / 30-01-2018
გამოხმაურება / 0 /
არა შეჯდა მწყერი ხესა---ო
აი აქააა ძველი ტემის პასუხი, ყველამ თავისი სწორი უნდა ნახოს, ანუუუუუუუ რატომ არ მოიყვანს ის დამლაგებელ ცოლად! მიხვდიიით..... გამოდით ეხლა მაღალფარდოვანი სიტყვებით აბა ჰე
13:19 / 30-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS