29 იანვარი, 2018
ცნობილი ქართველი ბერბიჭები, რომლებსაც არც ასაკი ეტყობათ და ჯერ დაოჯახებასაც არ გეგმავენ

 

საქართველოში ე.წ „ბერბიჭების“ სიმრავლეზე არაერთხელ დაწერილა და თქმულა. ეს თემა ცალკე მსჯელობის ამბავია, რადგან ისინი ჩვენს თანამედროვეობაში საკმაოდ მომრავლდნენ და, როგორც მოიხსენიებენ, „შინაბერებსაც“ კი გაუსწრეს რაოდენობით.

„ბერბიჭებს“ საქართველოში ისეთ მამაკაცებს უწოდებენ, რომლებმაც 25 წელს დიდი ხანია, გადააბიჯეს.

ძლიერი სქესის წარმომადგენლები დაოჯახებას ვერ ახერხებენ - ზოგი ალბათ სოციალური მიზეზის გამო, ზოგიერთი სასურველი მეორე ნახევრის მოლოდინშია, ან უკვე ეჩვევიან ცხოვრების ამ წესს და ცხოვრების შეცვლას გაურბიან. ისინი ეჩვევიან მარტოობას და ყურადღება საკუთარ საქმიანობაზე გადააქვთ.

ნუ, ბევრი მსჯელობა
შორს წაგვიყვანს, ნამდვილი მიზეზი ისევ თავად იციან. ამ სტატუსის მატარებელი ჩვენს ქართულ რეალობაშიც ბევრი გვყავს.

სპორტსმენი და ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია, სუსტი სქესის წარმომადგენლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ირაკლის პოპულარობა საქართველოს ფარგლებს დიდი ხნის წინ გასცდა და პოპულარული უკრაინული შოუს გამარჯვებული გახდა. უკრაინიდან ირაკლი საქართველოში დაბრუნდა და "პრაიმ შოუს" წამყვანია. 

Rating


მომღერალი რატი დურგლიშვილი, რომელიც თაყვანისმცემლების არმიის ნაკლებობას არ უჩივის და უამრავი გოგონა ოცნებობს, მისი გულის მოგებას, დაოჯახებას მაინც არ ჩქარობს. კარგი იქნებოდა, რატიმ მოვლენები დააჩქაროს, თორემ, რა იცით, იქნებ იმ გოგონებმაც დაყარონ ფარ-ხმალი, ფუჭი ლოდინი მობეზრდეთ და რატი ნამდვილ "ბერბიჭად" გადაიქცეს.



გადაცემა "პროფილის" პროდუსერი ნიკა ხაჩიძე ფაქტობრივად ბავშვობიდან პოპულარულია, მას უამრავი გოგონა ეტრფის, მაგრამ უკვე 32 წლისაა და დაოჯახებას ჯერაც არ გეგმავს. 

ნიკას ჟურნალისტური კარიერა, წლების წინ და საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. ის არაერთი გადაცემის წამყვანი იყო. ნიკას არაერთ ცნობილ მანდილოსანთან აწყვილებდნენ, მაგრამ პირად ცხოვრებაზე ის არასდროს საუბრობს. 
"პროფილის" პარალელურად ნიკა ხაჩიძე გადაცემა "უხერხული კითხვების" წამყვანია. 



„ბერბიჭებზე“ საუბარი, ერთ დროს, თბილისში ყველაზე პოპულარული და მდიდარი სასიძოს გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს გახლავთ ბიზნესმენი გენო მალაზონია. მასზე უამრავი მანდილოსანი იყო შეყვარებული, ქალები მის გამო ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, მაგრამ გენო 40 წელს გადასცდა და ისევ უცოლოა. ეტყობა, თავისუფლება „გაუტკბა“ და ჯერჯერობით დაოჯახებას არ ჩქარობს.

Rating

გოგონებში პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა პოლიტიკოსი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი. იგი პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებს. წლების წინ, თბილისში აქტიურად ჭორაობდნენ იმის შესახებ, რომ ჯაბა ნანა კაკაბაძის ქალიშვილზე იყო შეყვარებული, თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. გასულ ზაფხულს ცნობილი გახდა მისი და ხატია შამუგიას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, მაგრამ მათმა რომანმა მხოლოდ რამდენიმე თვე გაძლო და წყვილი დაშორდა.


Rating

ახალგაზრდა ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე მანდილოსნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას წარმატებული კარიერა აქვს და არც ფინანსურადაა გაჭირვებული, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი ბიჭების მსგავსად, ჯერჯერობით არ დაოჯახებულა. ამბობენ, რომ მას ულამაზესი რჩეული ჰყავს.




ნათია დედანაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
vvv
ესენი არც არასოდეს დაოჯახდებიან... მათ მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ...ან შეიძლება ერთმანეთი შეუყვარდეთ
01:14 / 25-04-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS