29 იანვარი, 2018
ცნობილი საიუველირო ბრენდის ქართველი სახე: "ნამდვილი დედოფალივით დავდივარ პარიზის ქუჩებში, ძვირადღირებული ბრილიანტებით..."
27 წლის თია ივერიელი (ჩხიკვაძე) თბილისში დაიბადა, თუმცა, მოსკოვში გაიზარდა და მას რუსეთში უფრო იცნობენ, როგორც სატელევიზიო წამყვანს, მოდელსა და მომღერალს, ვიდრე სამშობლოში. ახლახანს თია მსოფლიოში ცნობილი, ძვირადღირებული საიუველირო კომპანიის Jacob&CO-ს სახე გახდა. კომპანიის მთავარი ოფისი ნიუ-იორკშია, ფილიალები კი, მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანაში. ამ ბრენდის სამკაულებსა და საათებს ჰოლივუდის ვარსკვლავები და ცნობილი ოლიგარქები ატარებენ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც თია ივერიელმა ჟურნალ "თბილისელებს" მისცა:

- როგორ გახდი ამ კომპანიის სარეკლამო სახე?
- სულ ვამბობ, ქუდბედიანი
დავიბადე და იღბალი ყოველთვის ჩემ მხარესაა-მეთქი. ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ იღბლის დამსახურებაა, ამ ცნობილი საიუველირო ბრენდის სახედ რომ ამირჩიეს. გარეგნობა თავის როლს თამაშობს, მაგრამ, თუ არ აზროვნებ, სილამაზეც კარგავს ხიბლს. მარტო შენი მკერდი და დიდი ტუჩები არავის სჭირდება, განათლებას აქცევენ მეტ ყურადღებას. ზოგადად, სოციალურ ქსელებში ჩემს ყოველდღიურობას აფიშირებას არ ვუკეთებ, არც ფოტოებს ვდებ ხშირად. "ინსტაგრამზე" მიდევს ფოტოები, სადაც კარგად ჩანს ჩემი თვალები. მსოფლიოში ცნობილმა საიუველირო კომპანია Jacob&CO-ს დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, შემთხვევით ნახა ჩემი სურათები, დაინტერესდა და მოსკოვში ჩემს აგენტ-მენეჯერს დაუკავშირდა. ჰკითხა, ამ გოგოს ბუნებრივი თვალის ფერია ასეთი და პლასტიკური ოპერაციები თუ აქვს გაკეთებულიო...

- ესე იგი, თუ პლასტიკური ოპერაცია გექნებოდა გაკეთებული, უარს იტყოდნენ შენზე?

- ეს მთავარი პირობაა, რომ მათი სარეკლამო სახე - გოგონა უნდა იყოს ბუნებრივი - პლასტიკური ოპერაციებისა და ლინზების გარეშე, ასე ვთქვათ, ნატურალურად ლამაზი. ჩემმა მენეჯერმა უთხრა, არც ლინზები აქვს და არც პლასტიკური ოპერაცია, თმასაც კი არ იღებავსო. რაც ყველაზე მთავარია, დაინტერესდნენ, თუ ვიცოდი უცხო ენა. ინგლისურს კარგად ვფლობ და თარჯიმნადაც მიმუშავია. მოკლედ, მოვეწონე პრეზიდენტს ფოტოებში და ტელეფონითაც მესაუბრა, მაგრამ მითხრა, უნდა ჩამოხვიდე ქასთინგზე, რადგან რამდენიმე გოგო გვყავს და გვინდა, არჩევანი გავაკეთოთ საუკეთესოზეო.

თვითონ ამიღეს ბილეთი, დაჯავშნეს საუკეთესო სასტუმრო და გადავფრინდი პარიზში. სულ ასი გოგონა მონაწილეობდა. გავიარე ქასთინგი და თავად კომპანიის დირექტორმა, ჯაკობ არაბომ ამირჩია და გამომიტყდა, ეს შენი მწვანე თვალებისა და იმის დამსახურებაა, ტუჩები რომ არ გაქვს დაბერილიო.

ჯაკობ არაბო წარმოშობით ებრაელია, უზბეკეთში დაბადებული და საკმაოდ კარგად იცნობს ჩვენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს. სხვათა შორის, ხინკალი უყვარს. მითხრა, რომ შემოგხედე, ებრაელი მეგონეო. მე კი ვუთხარი, ქართველი ვარ, თბილისში დაბადებული-მეთქი. გავაფორმეთ ყველა დოკუმენტი და დღეს ამ ბრენდის ოფიციალური სახე ვარ. ქამელეონი თვალის ფერი მაქვს, რა ფერის ტანსაცმელიც მაცვია და სამკაულიც მიკეთია, იმ ფერს ირეკლავს - ხან მწვანეა, ხან ცისფერი და ხან ლურჯი. საფირონის თვლებისგან დამზადებულ სამკაულს რომ მასინჯებდნენ, თვალმა ლურჯი ფერი მიიღო; ფირუზის რომ მომარგეს, მწვანე გახდა და ჯაკობ არაბო გადაირია, ეს რა ხდებაო.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS