გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც თია ივერიელმა ჟურნალ "თბილისელებს" მისცა:
- როგორ გახდი ამ კომპანიის სარეკლამო სახე?
- სულ ვამბობ, ქუდბედიანი
- ესე იგი, თუ პლასტიკური ოპერაცია გექნებოდა გაკეთებული, უარს იტყოდნენ შენზე?
- ეს მთავარი პირობაა, რომ მათი სარეკლამო სახე - გოგონა უნდა იყოს ბუნებრივი - პლასტიკური ოპერაციებისა და ლინზების გარეშე, ასე ვთქვათ, ნატურალურად ლამაზი. ჩემმა მენეჯერმა უთხრა, არც ლინზები აქვს და არც პლასტიკური ოპერაცია, თმასაც კი არ იღებავსო. რაც ყველაზე მთავარია, დაინტერესდნენ, თუ ვიცოდი უცხო ენა. ინგლისურს კარგად ვფლობ და თარჯიმნადაც მიმუშავია. მოკლედ, მოვეწონე პრეზიდენტს ფოტოებში და ტელეფონითაც მესაუბრა, მაგრამ მითხრა, უნდა ჩამოხვიდე ქასთინგზე, რადგან რამდენიმე გოგო გვყავს და გვინდა, არჩევანი გავაკეთოთ საუკეთესოზეო.
თვითონ ამიღეს ბილეთი, დაჯავშნეს საუკეთესო სასტუმრო და გადავფრინდი პარიზში. სულ ასი გოგონა მონაწილეობდა. გავიარე ქასთინგი და თავად კომპანიის დირექტორმა, ჯაკობ არაბომ ამირჩია და გამომიტყდა, ეს შენი მწვანე თვალებისა და იმის დამსახურებაა, ტუჩები რომ არ გაქვს დაბერილიო.
ჯაკობ არაბო წარმოშობით ებრაელია, უზბეკეთში დაბადებული და საკმაოდ კარგად იცნობს ჩვენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს. სხვათა შორის, ხინკალი უყვარს. მითხრა, რომ შემოგხედე, ებრაელი მეგონეო. მე კი ვუთხარი, ქართველი ვარ, თბილისში დაბადებული-მეთქი. გავაფორმეთ ყველა დოკუმენტი და დღეს ამ ბრენდის ოფიციალური სახე ვარ. ქამელეონი თვალის ფერი მაქვს, რა ფერის ტანსაცმელიც მაცვია და სამკაულიც მიკეთია, იმ ფერს ირეკლავს - ხან მწვანეა, ხან ცისფერი და ხან ლურჯი. საფირონის თვლებისგან დამზადებულ სამკაულს რომ მასინჯებდნენ, თვალმა ლურჯი ფერი მიიღო; ფირუზის რომ მომარგეს, მწვანე გახდა და ჯაკობ არაბო გადაირია, ეს რა ხდებაო.
განაგრძეთ კითხვა: