25 იანვარი, 2018
დავით კიკალიშვილმა ავსტრიაში ცოლი მოიყვანა
ნიკა გვარამიას განცხადებით, დათო კიკალიშვილმა ავსტრიაში ცოლი მოიყვანა და ამიტომაც წავიდა იქ საცხოვრებლად. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა "პრაიმ ტაიმს" განუცხადა.

"ეს არის აბსოლუტური ტყუილი და სპეკულაცია. დათომ ცოლი მოიყვანა ავსტრიაში და იქ გადასახლდა საცხოვრებლად. შეგიძლიათ დაურეკოთ დათოს და თავად კითხოთ", - ამბობს ნიკა გვარამია.

რაც შეეხება გოგიჩაშვილის განცხდაებას სიუჟეტების დაბლოკვასთან დაკავშირებით, ნიკა გვარამია ამ ბრალდებას ასე პასუხობს:

"რა სიუჟეტი ჰქონდა ისეთი აკაკი გოგიჩაშვილს, რომ ვინმეს დაებლოკა?! პოლიტკურ სიუჟეტები მას არ ჰქონია, მოგეხსენებათ ის
"ბიზნეს კურიერის" წამყვანი იყო. სამწუხაროდ, ის არაფერს აკეთებდა ისეთს, რომ ან დასაბლოკი ყოფილიყო, ან რაიმე სერიოზულად განხილვის საგანი.

მას ჰქონდა რამდენიმე სიუჟეტი, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკაში არ ეწერებოდა და პირდაპირ ურტყავდა არხის ინტერესებს, მათ შორის სპონსორებთან მიმართებაში. ის საუბრობს იმ ადამიანის პოზიციიდან, რომელსაც არა აქვს ფული. ალბათ ახლა იშოვის, თუმცა, წარმატებას ამ საქმეში ნამდვილად ვერ ვუსურვებ. როდესაც ადამიანები მიდიან, მაშინაც არ უნდა კარგავდნენ ღირსებას", - აცხადებს ნიკა გვარამია.


განაგრძეთ კითხვა:





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ციცინო
ვეთანხმები ნიკას, დათო რუსთავი 2 დან არ წასულა კონფლიქტის გამო, დათომ ცოლი შეირთო ავსტრიაში, ქართველი ექიმი და გადავიდა იქ საცხოვრებლად
12:04 / 26-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS