თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. "ჩემს მიმართ წარდგენილი ბრალი
საზოგადოება თანხმდება, რომ ნარკოტიკი ცუდია, ნარკოპოლიტიკა კი შესაცვლელი... ხალხის ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანების მიმართ მეტი სიმკაცრეა საჭირო, ნაწილი ლოიალობისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას... ერთი სიტყვით, ამ თემასთან დაკავშირებული პოლემიკა განსაკუთრებით იმ პერიოდში ცხარდება, როდესაც ეს პრობლემა რომელიმე ცნობილ ადამიანს შეეხება. ასეა "ბახალას" შემთხვევაში და ასე იყო მანამდეც. გიორგი გიორგანაშვილი პირველი ცნობილი სახე არ არის, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს:
მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, "ბირჟა მაფია"
რეპერები 2017 წლის 8 ივნისს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პროექტ "ბირჟა მაფიის" წევრებს Young Mic (მიშკა მგალობლიშვილი) და Kay G (გიორგი ქებურია) განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების MDMA-ს უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა.
თუმცა, თავად პროექტ "ბირჟა მაფიას" წევრები და მათი ახლობლები დაკავებას რეპრების სკანდალურ კლიპს უკავშირებდნენ. კლიპში "TSL შავი ზედა" პოლიციელია გაშარჟებული.
მას შემდეგ, რაც 10 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა ლოზუნგით "სისტემა ყარს", რომელზეც ნარკოტიკის ჩადებას გმობდნენ და მოითხოვდნენ დაკავებულების გათავისუფლებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს ნარკოპოლიტიკა არის მკაცრი და მისი გადახედვაა საჭირო. ამას კი მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის კომენტარი სოციალურ ქსელში: "თქვენთან ვარ ბიჭებო! თავისუფლება "ბირჟა მაფიას". 11 ივნისს მგალობლიშვილი და ქებურია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
განაგრძეთ კითხვა: