24 იანვარი, 2018
დავით სოკოლოვი მოხუცთა თავშესაფარში თვეში 1000 ლარს იხდის
ტელედიქტორ დავით სოკოლოვს საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ მაშინ მიჰყავდა, როცა ქვეყანაში მხოლოდ ერთი არხი არსებობდა. დავით სოკოლოვი ახლა, მეუღლესთან, დალი ფიცხელაურთან ერთად მოხუცთა ჰოსპისში ცხოვრობს.


ქალბატონი დალი მწოლიარეა, 5 წლის წინ, ინსულტი გადაიტანა და მას მერე ქმარი უვლიდა. სანამ მასაც ზურგის ტვინის ინსულტი არ განუვითარდა, რამაც ცოტა ხნით საწოლსაც მიაჯაჭვა. ახლა ხელჯოხით დადის და ოცნებობს ქალაქში გასეირნება შეძლოს.

ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავთ, მამა მათ ვერ ავალდებულებს, რადგან ორი ავადმყოფი მშობლის მოვლის საშუალება არ აქვთ.
ერთადერთი, რასაც ემდურის,
დედაქალაქის რამდენჯერმე შეცვლილი მთავრობაა, რომელსაც კანონით ევალებოდა, სამოქალაქო ომის დროს დამწვარი სახლის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია ან საცხოვრებელი ფართი მიეცა.

- 1998 წლიდან ბინას ველოდები. 1991 წელს, სამოქალაქო ომის დროს დაგვეწვა სახლი და მე, როგორც დაზარალებულს, მეკუთვნოდა საკომპენსაციო თანხა. ამ თანხის მაგივრად მოვითხოვე ბინის აშენება, 135 კვადრატული მეტრის ფართი უნდა მოეცათ.
თბილისის მერიასთან დღემდე მაქვს პრეტენზია, მას უნდა მოეცა ჩემთვის თანხა. თუ ის სახლი არ აშენდა, სხვაგან მაინც მომცენ ან იმ ფართის შესაბამისი თანხა და მე ვიყიდი. 
2006 წელს, გიგი უგულავასთან ჩავეწერე მიღებაზე, მაგრამ თავის ხელით ამომშალა სიიდან. მერე კი საერთოდ გააუქმა მიღების დღე. 
დავით ნარმანიასაც მრავალჯერ მივმართე და 5-ჯერ მაინც შევხვდი. მასთან გაგზავნილ წერილებზე პასუხს იურიდიული სამსახურიდან მწერდნენ, რომ ჩემი წერილი მათ არ ეკუთვნოდათ. 

- თბილისის ახალ მერს, კახა კალაძეს აღარ მიმართეთ?

- ალაძე არ მიღებს, ვურეკავ და არ მპასუხობს. მესიჯიც მივწერე პირად ნომერზე - ნუთუ არ გაინტერესებთ, რა მინდა, დღეში 30-ჯერ რატომ გირეკავთ-მეთქი.

- თქვენი სახლი სამოქალაქო ომის დროს სპეციალურად დაწვეს?

- ვერ გეტყვით. მფრინავი იყო ვინმე მაისურაძე, რომელმაც ჩამოაგდო კასრი და ცეცხლი გააჩინა. იქიდან ყველა მეზობელი გასული იყო, მაგრამ ჩემი ცოლი ვერ გამოვიდა. რადგან დედამისი მწოლიარე იყო და ვერ გამოვიდა. მაშინ მე მთავრობის სახლში ვიყავი, ფანჯრიდან ჩანდა ჩემი სახლი, მაგრამ ვერ ვიხედებოდი, საშიში იყო. ცოლმა დამირეკა ვიწვითო. გამოვიპარე, იქვე მსხდომ სნაიპერს ვთხოვე სხვა მიმართულებით გაესროლათ, გამოვიყვანე სიდედრი და ცოლი, მაგრამ სახლიდან არაფერი დარჩა. ჩემი ცოლი მეგობართან წავიყვანე დიდუბეში, ვიღაცას დავუნახივარ და მერე იმ სახლში მიუვარდნენ, ქალები ააწიოკეს. მას მერე მოსაკლავად დამდევდნენ. 1994 წელს შეწყვიტეს ჩემი დევნა და დავბრუნდი. სამსახურზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, არავინ მიმიღებდა.

- სად ცხოვრობდით?

- დეიდაჩემთან ერთოთახიან ბინაში, რომელიც ანდერძით დამიტოვა. ის ბინა ახლაც მაქვს. გავაქირავე, რომ ამ ჰოსპისში გადასახდელი ფული მქონოდა.

- აქ თანხას იხდით?

- დიახ. სხვა ადგილიდანაც ვიღებ ცოტა თანხას და თვეში 1000 ლარს ვიხდი. მე და ჩემს ცოლს ყველანაირად უზრუნველგვყოფენ. ამ თანხაში შედის სამედიცინო უზრუნველყოფაც და ყველაფერი.


ჟურნალი "სარკე"
რუსუდან ადვაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
bebe
მეზიზგებიტ ყველა ვინც ცუდად აზროვნებტ.180 ლარიტ დზლივს გამაქვს ტავი,სჰვილები რომ არა რას მეყოფა,ტქვენ კი ბატონო ცუდად გაგიზრდიატ ტქვენი პირმსჰოები.
20:00 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
როგორც მახსოვს მაშინ ყველას მისცეს ბინები ან ფული გადაუხადეს,აქ რაღაც სხვა ამბავია,ალბათ იმაზე 2 ჯერ მეტს ითხოვდა ვიდრე ეკუთნოდა.და საერთოდ რას ატეხავთ ერთ ამბავს ხოლმე ,ადამიანები ვინც არ ჩანს ეკრანზე და უამრავი დამსახურება აქვთ ქვეყნისათვის ისინი არავის ახსოვს რომლებიც უამრავი ყავს ჩვენს ქვეყანას
19:01 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
გაგა
სოკოლავს თქვენი დასამადლებელი არაფერი არ სჭირს. ამ კაცისთვის 25 წლის წინ შევარდნაძე–კიტოვანის მთავრობას გადაუწვია სახლკარი და ითხოვს მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დღევანდელი მთავრობისგან, რადგან დღევანდელი მთავრობა შევარდნაძე–კიტოვანის მთავრობის მემკვიდრეა და ვალდებულია აანაზღაუროს ეს ზარალი, რაც სულ მცირე სამი მილიონი დოლარი გამოდის. თუ ტრასბურგში გაასაჩივრებს მთავრობას გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს.
18:07 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ტყიბული
კაცმა მთელი სიცოცხლე თეთრი პერანგით გაატარა... თანაც შვილებიც ვერ გაუზრდია( რა მორალია შვილებს ვერ დავავალდებულებო(!)... ჩემმა ახლობელმა მთელი სიცოცხლე შახტაში გაატარა, ერთი შვილი ჰყავდა და პატიმარია, 80 წლის კაცს სოციალურიც მოუხსნეს და არის ეს საცოდავი 180 ლარზე უპატრონოდ. პანსიონატშიც არავინ მიიღო
17:48 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
გივი
ნამუსიც დაკარგეთ უკვე, 1000 ლარი შემოსავალი და შვილების დავალდებულება კი არა პური ენატრება ზოგერთს და შვილები გასაზდელი ყავთ. ისეთებიის დაეხმარებაზე წერეთ. დღე და ღამე მუშაობს ხალხი 500 ლარზე.....
16:51 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
დახმარებას არც ითხოვს, ითხოვს კონპენსაციის მიღებას ან ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას (როგორც თავად ამბობს ბინის ორდერიც და შესაბამისი დადგენილება შენახული აქვს). ის რომ სხვას 180 ლარი აქვს პენსია და არავინ ეხმარება არ ნიშნავს, რომ ასეც უნდა იყოს. აღებული აქვს რომელიმე უწყებას ვალდებულება ამ ადამიანის მიმართ? - კეთილი ინებოს და შეასრულოს ეს ვალდებულება. ძალიანაც კარგს აკეთებს თუ თავის პრობლემაზე ღიად საუბრობს და საკუთარ სიმართლეს იცავს.
16:15 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
სოს!
სახლიც ქონია, შემოსავალიც და შვილებიც, რაღა თავს გვაცოდებს, ხალხი 180 ლარზე ცხოვრობს. სირცხვილია. კარგი უქნია უგულავას ნარმანიას და კალაძესაც.
16:07 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
კაკალა
შვილებს ვერ დავავალდებულებო-აბა ვის ავალდებულებთ ბატონო დავით? გაგიჟდება კაცი რაა?
15:48 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
კოკი
ათასი ლარი რომ მქონდეს თვეში, ცემს ბედს ძაღლი არ დახევდა. ეს ერთი. მეორე. ადამიანი იძახის შვილებს ვერ დავავალდებულებ ჩვენ მოგვიაროსო. აქ ყველაფერი დამტავრებულია. "დამნასავე მე(სოკოლა)ვარ მხოლოს, რომ კარგად ვერ გამიზრდილხართ (შვილები)". ეს დასახმარებელი კი არა, თურმე შეუძლია სხვას დაეხმაროს.
14:17 / 24-01-2018
გამოხმაურება / 1 /
=====
ეს ადამიანი დახმარებას კი არ ითხოვს,არამედ იმას რაც ეკუთვნის კანონით, კერძოდ დამწვარი ბინის კომპენსაციას და არავის საქმე არაა, საიდან და რამდენი შემოსავალი აქვს!
16:55 / 24-01-2018
ლაქა
უკაცრავად,მაგრამ 180 ლარი აქვთ პენსიონერებს და მათ არავინ ეხმარება.1000ლარი აქვთ შემოსავალი და შვილებიც ჰყავთ!ღმერთო,ეს ჟურნალისტები რა ხართ,რაზე აღარ წერთ და მართლა უბედურებზეც დაწერეთ და დაეხმარეთ.
13:52 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS