24 იანვარი, 2018
დავით სოკოლოვი მოხუცთა თავშესაფარში თვეში 1000 ლარს იხდის
ტელედიქტორ დავით სოკოლოვს საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ მაშინ მიჰყავდა, როცა ქვეყანაში მხოლოდ ერთი არხი არსებობდა. დავით სოკოლოვი ახლა, მეუღლესთან, დალი ფიცხელაურთან ერთად მოხუცთა ჰოსპისში ცხოვრობს.


ქალბატონი დალი მწოლიარეა, 5 წლის წინ, ინსულტი გადაიტანა და მას მერე ქმარი უვლიდა. სანამ მასაც ზურგის ტვინის ინსულტი არ განუვითარდა, რამაც ცოტა ხნით საწოლსაც მიაჯაჭვა. ახლა ხელჯოხით დადის და ოცნებობს ქალაქში გასეირნება შეძლოს.

ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავთ, მამა მათ ვერ ავალდებულებს, რადგან ორი ავადმყოფი მშობლის მოვლის საშუალება არ აქვთ.
ერთადერთი, რასაც ემდურის,
დედაქალაქის რამდენჯერმე შეცვლილი მთავრობაა, რომელსაც კანონით ევალებოდა, სამოქალაქო ომის დროს დამწვარი სახლის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია ან საცხოვრებელი ფართი მიეცა.

- 1998 წლიდან ბინას ველოდები. 1991 წელს, სამოქალაქო ომის დროს დაგვეწვა სახლი და მე, როგორც დაზარალებულს, მეკუთვნოდა საკომპენსაციო თანხა. ამ თანხის მაგივრად მოვითხოვე ბინის აშენება, 135 კვადრატული მეტრის ფართი უნდა მოეცათ.
თბილისის მერიასთან დღემდე მაქვს პრეტენზია, მას უნდა მოეცა ჩემთვის თანხა. თუ ის სახლი არ აშენდა, სხვაგან მაინც მომცენ ან იმ ფართის შესაბამისი თანხა და მე ვიყიდი. 
2006 წელს, გიგი უგულავასთან ჩავეწერე მიღებაზე, მაგრამ თავის ხელით ამომშალა სიიდან. მერე კი საერთოდ გააუქმა მიღების დღე. 
დავით ნარმანიასაც მრავალჯერ მივმართე და 5-ჯერ მაინც შევხვდი. მასთან გაგზავნილ წერილებზე პასუხს იურიდიული სამსახურიდან მწერდნენ, რომ ჩემი წერილი მათ არ ეკუთვნოდათ. 

- თბილისის ახალ მერს, კახა კალაძეს აღარ მიმართეთ?

- ალაძე არ მიღებს, ვურეკავ და არ მპასუხობს. მესიჯიც მივწერე პირად ნომერზე - ნუთუ არ გაინტერესებთ, რა მინდა, დღეში 30-ჯერ რატომ გირეკავთ-მეთქი.

- თქვენი სახლი სამოქალაქო ომის დროს სპეციალურად დაწვეს?

- ვერ გეტყვით. მფრინავი იყო ვინმე მაისურაძე, რომელმაც ჩამოაგდო კასრი და ცეცხლი გააჩინა. იქიდან ყველა მეზობელი გასული იყო, მაგრამ ჩემი ცოლი ვერ გამოვიდა. რადგან დედამისი მწოლიარე იყო და ვერ გამოვიდა. მაშინ მე მთავრობის სახლში ვიყავი, ფანჯრიდან ჩანდა ჩემი სახლი, მაგრამ ვერ ვიხედებოდი, საშიში იყო. ცოლმა დამირეკა ვიწვითო. გამოვიპარე, იქვე მსხდომ სნაიპერს ვთხოვე სხვა მიმართულებით გაესროლათ, გამოვიყვანე სიდედრი და ცოლი, მაგრამ სახლიდან არაფერი დარჩა. ჩემი ცოლი მეგობართან წავიყვანე დიდუბეში, ვიღაცას დავუნახივარ და მერე იმ სახლში მიუვარდნენ, ქალები ააწიოკეს. მას მერე მოსაკლავად დამდევდნენ. 1994 წელს შეწყვიტეს ჩემი დევნა და დავბრუნდი. სამსახურზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, არავინ მიმიღებდა.

- სად ცხოვრობდით?

- დეიდაჩემთან ერთოთახიან ბინაში, რომელიც ანდერძით დამიტოვა. ის ბინა ახლაც მაქვს. გავაქირავე, რომ ამ ჰოსპისში გადასახდელი ფული მქონოდა.

- აქ თანხას იხდით?

- დიახ. სხვა ადგილიდანაც ვიღებ ცოტა თანხას და თვეში 1000 ლარს ვიხდი. მე და ჩემს ცოლს ყველანაირად უზრუნველგვყოფენ. ამ თანხაში შედის სამედიცინო უზრუნველყოფაც და ყველაფერი.


ჟურნალი "სარკე"
რუსუდან ადვაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
თამუნა
კაცი დახმარებას არ ითხოვს - ითხოვს თავის კუთვნილს - სახლს რომელიც დაეწვა და დარჩა ისე - მართალია მასეთი დაზარალებული ბევრია მაგრამ რატომ გიკვირთ რომ ითხოვს? მე არ მიკვირს
13:22 / 26-01-2018
გამოხმაურება / 0 /
gio
სახლი დამიწვესო სამოქალაქო ომის დროსო და კომპენსაციას ითხოვს რა გაგიკვირდათ, ვინც ეს ომი გააჩაღა ხო დაუტოვა შვილებს ქონება და წამოაწვინეს თვითონ პანთეონში, მართლა არაფერი გვეშველება
20:12 / 25-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ნნნ
რა გჭირთ ხალხო! ჩემს საცხოვრებელ ბინას ვაქირავებ და ფულს ისე ვიხდიო. ისინი ხომ მოხუცები არიან და მოვლა ჭირდებათ! თქვენც დაბერდებით და იმაზე იფიქრეთ!
17:08 / 25-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ნანა
1 გოგო ყავს 1 ცოლთან, უპატრონოდა რომ მიატოვა დედამისთან ერთად და გამოეკიდა მაგ დალის, შვილი და რზალი ყავს და 20- 22 წლის შვილიშვილი - შვილიც და რზალიც გაგლეჯილი მორფინისტები, განსაკუთრებით რძალი - ლოთიც არის, ბურდილაძე რომ იყო ნაძალადევში ბალახებით მკურნალი, იმის აყვანილი შვილიa~, (მაგ ქალმა და მაგის ტყუპისცალმა მადლიერების მაგივრად რომ გაზარდათ, ბურდილაძე სახლიდან გააგდეს და სადღაც ქირით ცხოვრობს საწყალი)
15:30 / 25-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ლილე
ამ ჟურნალისტების ,,სენსაციურმა,, ინფორმაციებმა ხომ შეჭამა გული. ამატირეს ბატონი დავითი უპატრონო ყოფილათქო. კაცი რომ ორ შვილს გაზრდი, (თუმცა რამდენად გაზრდილები არიან ????), დეიდა რომ ბინას დაგიტოვებს, კიდე საიდანღაც რომ შემოსავალი გაქვს, კალაძეს რატომ ურეკავს მე ფეხი მტკივა და მოდით გაჭირვებულებთან რამეს გაგატანო???
11:59 / 25-01-2018
გამოხმაურება / 1 /
omg
საოცრებები არიან პირდაპირ ჰოსპიცი და თავშესაფარი ვერ გაურკვევიათ
01:34 / 26-01-2018
TOPS