23 იანვარი, 2018
"8 წელი ციხე ჩატაევს არ ემუქრებოდა რომ გადარჩენილიყო" - ცნობილი ადამიანები ბახალას დაკავებას ეხმაურებიან
მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში დააკავეს.

ბახალა მას შემდეგ აიყვანეს, რაც მოსამართლემ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა: გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.
ბახალას დაკავებას ცნობილი სახეები ეხმაურებიან.

თიკო სადუნიშვილი:
აქ 8 წელი წამებს არავინ დაითვლის!!!

ირაკლი გაფრინდაშვილი: 8 წელი ციხე ჩატაევს არ ემუქრებოდა რომ გადარჩენილიყო, ნარკოპოლიტიკა კლავს და ალპობს!

სტეფანე:
ვატყობ ბახალა იქნება, ახლის დასაწყისის სათავე. უსამართლობა არავის შერჩება. ისედაც ეყო ამ
ბიჭს ციხეში ჯდომა. როცა გამოვიდა, რაღაც დრო ვეკონტაქტე, კაფეში შემხვდა, ბევრი ვილაპარაკეთ და თვითონაც ვერ ვცნობდი. რადიკალურად შეცვლილი იყო, ისედაც ყველაზე მშვიდობიანი და საზოგადობისთვის არა საშიში, უმუშევარი, ნიჭიერი ბახალა. ყველაფერი კარგად იქნება. მაინც გადავრჩებით!

ერეკლე დეისაძე:
ბახალას 8 წელი,
თქვენი სასამართლო და სამართალი ***.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
კახელი
სადუნიშვილო, აღარ მახსოვს რომელი წელი იყო. შენს ბოიფრენდ სოსოსთან ერთად გურჯაანში რომ იყავით-კერძოდ ძირკოკში და ბირჟაზე მარიხუანას ითხოვდით, არ ვიცი ყიდვა გინდოდათ თუ იქვე მოწევა და კარგად დაგლანძღეს , ისე გამოგაბუნძულეს.. აქ ვინც აღშფოთებულები მძვინვარებთ, მიშას დროსაც მომხმარებლები იყავით, მაგრამ ასობით ბიჭის ციხეში ჩასმას კანონიერად თუ უკანონოდ, არავის გამოსარჩლებიხართ. თქვენ არავინ შეგეხებოდათ-იცოდით.თქვენ ხომ >>გათანგული მხარდამჭერებილას-უნდა აგოს პასუხი. ასეა ეს. ა მ ბ ე ბ ი გ ა უ შ ვ ი ი თ გ თ ხ ო ვ თ
17:33 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
იაიაია
სადუნშვილი და დეისაძე ისედაც სულ „გასულები“ არიან, საახალწლო კონცერტი გაიხსენეთ, რა საცოდავ მდგომარეობაში იყო სადუნიშვილი, როგორც წამყვანი:((((( ნარკოტიკის რეალიზატორები 8 წლით კი არა, სამუდამო პატიმრობით უნდა ისჯებოდნენ!!!!!!!!!!!!!!!!!!!
13:16 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS