22 იანვარი, 2018
"შვილის დაღუპვის შემდეგ, თვითმკვლელობა ბევრჯერ ვცადე" - როგორ ცხოვრობენ მოხუცთა თავშესაფარში ქართველი ლეგენდები
ცხოვრება რომ მოულოდნელობებით არის სავსე და მას ვერ დაგეგმავ, ეს სიახლე არავისთვისაა.


სულ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა სიუჟეტს, საიდანაც გავიგეთ, რომ „მოამბის“ ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს.

Rating

დავით სოკოლოვი სიუჟეტში ყვება, რომ ის და მისი მეუღლე, რომელიც მძიმე ავადმყოფია, მოხუცთა ჰოსპისში 8 წელია ცხოვრობენ. ენატრება თავისი პროფესიით მუშაობა და ხშირად სიზმარშიც კი ხედავს, როგორ შედის სტუდიაში და გადაცემა მიჰყავს.

მოხუცთა თავშესაფარში სხვადასხვა დროს არაერთი სახელოვანი და გამოჩენილი ქართველი მოხვდა.
„რეიტინგი“ სწორედ მათ შესახებ გიამბობთ.


Rating

ოთხი წელი დიდ სცენაზე იდგა. ქუჩაში ცნობდნენ, ეფერებოდნენ. სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, 81 წლის ლამარა მახარაშვილი დღეს ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს.

შვილის დაღუპვის შემდეგ თვითმკვლელობა ბევრჯერ სცადა, ალკოჰოლსაც მიეძალა. შინიდან გაპარულს ბიჭის საფლავზე პოულობდნენ. მტკვარში გადახტა, მაგრამ გადაარჩინეს. მისივე თქმით, იგი არ ფიქრობდა, რომ მეორე შვილსაც სჭირდებოდა. მისი ქალიშვილი პროფესიით ექიმია და ამჟამად ამერიკაშია, რომელიც ასევე ძალიან ახალგაზრდა დაქვრივდა, პატარა შვილები დარჩა.
არაჩვეულებრივი რძალი და შვილიშვილი ჰყავს. ისინი არიან მისი ნუგეში და ცხოვრების აზრი. მეუღლე ნაადრევად გარდაეცვალა.

ყოფილი მოცეკვავის ოჯახს კარგად იცნობდნენ, ამიტომ ხანდაზმულთა პანსიონატში დასაქმება შესთავაზეს. თავიდან უარი უთხრა, არ ჰქონდა მუშაობის თავი, მაგრამ ისე მოეწონა იქაურობა, დარჩენა გადაწყვიტა. აჩვენეს ოთახი, სადაც ახლა ცხოვრობს და დარჩა, თუმცა,  ქალიშვილმა შინ წაიყვანა, მაგრამ ისევ უკან დაბრუნდა. ეს მისი მეორე სახლია. ნატრობს მისი თაობის მოცეკვავეებს ხშირად შეხვდეს. ისინი ბევრ რამეს ახსენებენ...

შვილის დაღუპვის შემდეგ აღარ უცეკვია. დიდი ხანია, ყვავილებსაც აღარავინ ჩუქნის. ამბობს შვილმკვდარ დედას რაღა მაცეკვებსო? თუმცა, მუსიკა როცა ესმის, ფეხები მექანიკურად ჰყვება ტემპს, მაგრამ გული არ აძლევს ცეკვის უფლებას, ასე ჰგონია, ხელებს ვეღარ გაშლის... ცეკვა, რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, აღარ შესრულდება...



Rating


დონატა პანჩენკო რამდენიმე წელიწადია თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს. ერთ დროს, მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებული იყო. ის ქართული ანიმაციის ერთ-ერთი პიონერია. “წუნა და წრუწუნას” ანიმატორი ახლა მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს და ამბობს, რომ სრულიად მარტოა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნანა
ძალიან ვწუხვარ!!!
16:58 / 23-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ლაურა
ძალიან სამწუხაროა!!!
16:55 / 23-01-2018
გამოხმაურება / 0 /
------
100% -ანი, თუ უკანონობა , რა ტქმა უნდა და არა ისე ცნობილობით ან პატრონობით, როცა უტვინოდ და არა ეკონომიურად მართავ ოჯახს, იმაზე მეტს ხარჯავ ვიდერ საბანი გაგწვდება, ან უაზრო ვალებს იდებ და ასწუხაროდ 90 იენბიდან ბევრია უტვინო გაუზარებელ ბიზნესში ჩადო სახლი , კარი რა ტქმა უნდა სახელმწიფო რა შუაშია???? ან რამდენს გაუზლებს?? ის ვინც მოიტმინა, ეკონომიიტ აქმდე მოვიდა იმან რა ქნას??? ეხლა სულელების და ნარკოამნების ოჯახების ვალი იხადოს, რა ტქმ აუნდა ეს ბატონ დავითს არ ეხება . და გამეხარდება რომ ყველაფერი კარაგ ექნება. მაგრამ ხო არის ესეთბიც და ეს უნდა შეწყდეს. უაკონობა უნდა აღიკვეთოს , მაგარამ უტვინობით და გაუნატლებლობიტ ჩადენილი სისულელე სახლმწიფომ და წესირემა ხალხმა არ უნდ აიხადოს, ეს უნდა დამტავრდეს!!! ( ეს შვილების გაზარდასაც ეხება)
14:23 / 23-01-2018
გამოხმაურება / 1 /
რომა
დებილი ხარ შენ რა მოგელის იცი???
16:40 / 23-01-2018
ნენე
ქალიშვილმა შინ წაიყვანა, მაგრამ ისევ უკან დაბრუნდა. კარგით რა სახელმწიფო რა შუაშია.
20:26 / 22-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ვ.ჩ.
დავით სოკოლოვი გამორჩეული დიქტორი გახლდათ. რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციებსა და გადაცემებს მას აკითხებდნენ... ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, მის გერდით დადგა და ბოლომდე უერთგულა პირველ პრეზიდენტს: როცა მთავრობის სახლს ქვემეხების ზალპით ანგრევდნენ, მაშინაც იქ იყო... მთავრობის სახლის გვერდით ცხოვრობდა და პირველ საშუალო სკოლასთან ერთად, მისი ბინაც პირწმინდად დაიწვა და დაიფერფლა... დრო გავიდა და სხვებს მისცეს სანაცვლო ბინები. ზოგმა, ერთი ოთახი რომ ჰქონდა, 5-ოთახიანი მიიღო. სოკოლოვს კი ორდერი მისცეს მხოლოდ, ბინა - არა!.. ასე დატოვა ქუჩაში ზვიადის შემდეგ მოსულმა სამივე მთავრობამ ეს თვალსაჩინო ინტელიგენტი, გვარით რუსი და სულით და გულით ნამდვილი ქართველი, პატრიოტი კაცი! :((( მოხუცთა თავშესაფარში მისი ყოფნა - ეს არის საქართველოს სირცხვილი და თავის მოჭრა!
18:39 / 22-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS