19 იანვარი, 2018
ნათელ-მირონობა "სვეტსკურად" - ვინ ვისი ნათლია და ნათლულია ქართულ ბომონდში
შოუბიზნესის წარმომადგენლებს ერთმანეთთან პროფესიის გარდა, ნათესაობა, კერძოდ კი, ნათელ-მირონობა აკავშირებთ. 

ბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილს რამდენიმე ნათლული ჰყავს, მისი ნათლულები არიან კახი კალაძის უფროსი ვაჟი ლევანიკო და ირაკლი ღარიბაშვილის პატარა გაბრიელი. პატარა ლევანიკო 2011 წელს გაქრისტიანდა, პრემიერ-მინისტრის ვაჟი კი 2015 წლის აგვისტოში მოინათლა.


გვანცა დარასელია
ტელეწამყვანი გვანცა დარასელია გასულ წელს, მეორე შვილის დედა გახდა. მას ქალიშვილი ლილე შეეძინა. გვანცას პატარას უამრავი ნათლია ჰყავს, მათ შორის არიან ნინო ხოშტარია, თიკა ფაცაცია, მარიამ ვაშაძე და ლაშა ბასლანძე.



გოგოლა
კალანდაძე

გასულ ზაფხულს ერთმანეთს დაუნათესავდნენ მსახიობი გოგოლა კალანდაძე და მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი. ნოდიკომ გოგოლას უმცროსი შვილი მონათლა.

ლელა კილაძე
ლელა კიალძის და გუკა რჩეულიშვილის ქალიშვილი, თრინითი რამდენიმე თვის წინ გაქრისტიანდა. მას რამდენიმე ნათლია ჰყავს. პატარა თრინითის ნათლიები არიან თემურ უგულავა და ალინა არველაძე.

Rating

თამრიკო ჭოხონელიძე
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერას ნათლიაა. ბერა მომღერალმა პატარა ასაკში მონათლა. როგორც თავად ამბობს, ბოლო დროს საკუთარ ნათლულთან ხშირი ურთიერთობა აღარ აქვს.


თიკა ჯამბურია, ნინი ქარსელაძე და დოი
მომღერალი თიკა ჯამბურია ლელა წურწუმიას და მამულიჩას ქალიშვილის, მარიკოს ნათლიაა. თიკამ პატარა მარიკო რამდენიმე წლის წინ მონათლა. მაშინ თავადაც ბავშვი იყო. თიკას და ლელა წურწუმიას ოჯახს დღემდე ახლო ურთიერთობა აქვთ. მარიკოს ნათლიები არიან ნინი ქარსელაძე და დათო დოიაშვილი.

ეკა ანდრონიკაშვილი
მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი დუტა სხირტლაძის ქალიშვილის, სოფოს ნათლიაა. ეკას კიდევ ერთი ნათლული მსახიობი თამუნა ბუხნიკაშვილია. ეკას სულ ოთხი ნათლული ჰყავს და ნათლისღების დღესასწაულზე ხშირად მასპინძლობს მათ.

ნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილის ნათლიები თამრიკო ჭოხონელიძე და მაია ჯაბუა არიან. როგორც ნინი ამბობს, რაც ეკა ახსოვს, იმ დროიდან ახსოვს თამრიკო და მაია, რომლებიც მისი მეორე დედები არიან. როგორც ნინიმ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, სიმღერის გარდა თამრიკო ჭოხონელიძისგან მას ტრავმებიც დაენათლა, რადგან ხშირად იღებს სხვადასხვა სახის ტრავმებს და ტრავმატოლოგიურში ნაცნობი სახეა. ცნობილი ნათლიები ჰყავს ნინის ქალიშვილს, ელენე კუტალაძეს. მისი ნათლიები ქრისტინე, ქეთა, სალომე გოგიაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე არიან.


Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS