18 იანვარი, 2018
ირაკლი ყიფიანი ოკუპირებულ სოფლებში პუტინის გამოსახულებიან შოკოლადებს დაარიგებს
"რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანმა, "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა, რომ აპირებს საქართველოში შემოიტანოს კანფეტი-შოკოლადი, რომელიც ვლადიმირ პუტინის გამოსახულებით იქნება შეფუთული. თავდაპირველად ეს ხუმრობა მეგონა, თუმცა...

ირაკლი ყიფიანი:
- დიახ, ნამდვილად ვაპირებთ, რომ შემოვიტანოთ. ჩვენი ორგანიზაცია ხშირად ატარებს ჰუმანიტარულ ღონისძიებებს სხვადასხვა სოფლებში, მაგალითად, ბერშუეთში, კნოლევში, ავლევში და სხვ. ჩავდივართ იქ და ამბულატორულ მომსახურებას ვუწევთ ადგილობრივებს, ბავშვები ჩამოგვყავს თბილისში ექსკურსიაზე, ასევე ჩაგვაქვს ხოლმე ჰუმანიტარული დახმარება და ამ კანფეტებსაც ჩავიტანთ იქ და მოსახლეობას გადავცემთ. ასევე დავარიგებთ ბავშვთა
სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში და სხვა. ბუნებრივია, იქნება გაყიდვაშიც. თანაც მოდის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ რუსეთის მოქალაქე ქართველებს, რომ ხმა მისცენ იმ კანდიდატს, ვისი ფოტოთიც შემოგვაქვს შოკოლადი, იმიტომ რომ ყველაზე დიდი შანსი განაგრძოს განვითარება რუსეთმა სწორედ პუტინშია. განვითარებული რუსეთი წაადგება ისევ საქართველოს, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკა გადაბმულია რუსეთზე და რაც უფრო კარგად იცხოვრებს რუსი, მით უფრო კარგად იცხოვრებს ქართველი.

- თქვენს მიერ ჩამოთვლილი სოფლები, მდებარეობს ოკუპირებული სამაჩაბლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ სოფლის მცხოვრებლებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს 2008 წლის ომის სიმწარე, რამდენად ეთიკური იქნება ამ ხალხს გადასცეთ კანფეტი პუტინის გამოსახულებით?


- ამ ადამიანებთან 3-4 წელია სისტემატიურად ვატარებთ შეხვედრებს (ამის ვიდეო კადრებიც არსებობს ჩვენს ელექტრონულ პლატფორმებზე), ეს ადამიანები ძალიან მოწადინებული არიან, რომ რუსეთთან ურთიერთობები დალაგდეს და დარეგულირდეს.

- ბატონო ირაკლი, თქვენი ძმა რომ მოეკლა ადამიანს და მკვლელის გამოსახულებიანი კანფეტი მოეცათ, რა რეაქცია გექნებოდათ?

- პუტინი არაა ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანების ოჯახის წევრების მკვლელი.

- შეიძლება ოჯახის წევრის არა, მაგრამ 2008 წელს გარდაცვლილი ადამიანების მკვლელი ხომაა?! პირადად მე დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებსაც ამ გმირების გარდაცვალება ისევე სტკივათ, როგორც საკუთარი ოჯახის წევრი ეტკინებოდათ...

- ამ სოფლების მცხოვრებნი ასე არ თვლიან, რადგან ეს ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, მოხდა პროვოცირება და დაიღვარა უდანაშაულო სისხლი.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS