18 იანვარი, 2018
"ადამიანურად ვუთანაგრძნობ დედამისსაც კი..." - ნანკა კალატოზიშვილი "ბასიანში" მომხდარ დაჭრის ფაქტს ეხმაურება
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი "ბასიანში" მომხდარ დაჭრის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ საზოგადოების აღშფოთება ამ საქმესთან დაკავშირებით ბუნებრივია. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი კალატოზიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას გააკეთა.

"მე როგორც დედა, როდესაც წარმოვიდგენ, რომ შეიძლება ჩემმა შვილმა ვინმეს ასეთი ზიანი მიაყენოს, ალბათ ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია იქნებოდა. ადამიანურად ვუთანაგრძნობ დედამისსაც კი... მჯერა, რომ ამ ფაქტის გამო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არ ვიცი ეს ბიჭი (თამაზ ქვლივიძე) ვინ არის, მაგრამ მე ვიცი ვინ არის "ბასიანის"
დაცვა.

ზოგადად, დაცვა კლუბის სავიზიტო ბარათია და "ბასიანის" დაცვა, მითუმეტეს ზვიადი, ძალიან ზრდილობიანი და კორექტული ადამიანია. ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ იქ გინება და შეხლა-შემოხლა იყო.

რაც შეეხება საზოგადოების გაღიზიანებას, ეს ბევრმა რამ გამოიწვია, ბევრს უსამართლობის განცდა გაუჩნდა. აბსოლუტურად მართლებიც არიან... საზოგადოება გააღიზიანა ალბათ ამ ცინიზმმა, როდესაც ამხელა ჭრილობას ნაკაწრს ეძახიან...

"ბასიანში" ხშირად მივსულვარ და ძალიან დაცულად ვგრძნობ თავს, სწორედ დაცვის წყალობით... როგორც ჩანს, "ფეისკონტროლიც" კარგად მუშაობს, რადგან სანამ გაიგებდნენ, რომ ამ ადამიანს დანა ჰქონდა, მანამდე არ შეუშვეს კლუბში. ზოგადად, ციხეში გაშვების მომხრე არავინ არ არის, არც მე და არც ნაჯა ორაშვილი...

სულ იბრძვის "თეთრი ხმაურის მოძრაობა", რომ უდანაშაულო ადამიანები ციხეში არ იჯდნენ, თუმცა, როდესაც პირად ზიანზე გადმოდიან და შეიძლება სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, უცნაურია, რომ საზოგადოების ასეთი აღშფოთება უკვირთ", - განაცხადა ნანკა კალტოზიშვილმა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS