17 იანვარი, 2018
"ჩცდ"-ს მსახიობები, რომლებმაც "რუსთავი 2" "იმედზე" გაცვალეს, თუმცა მათი დაკარგვით სერიალს რეიტინგი არ დაეკარგა
„ჩემი ცოლის დაქალები“ ის ქართული სატელევიზიო სერიალია, რომელიც წლებია პირველობას არავის უთმობს.

მასში გამოჩენა ბევრი ადამიანისთვის გამხდარა წარმატების ტრამპლინი. თუმცა, სწორედ „ის ბევრი მათგანი“ დღეს უკვე სერიალის საპატიო ქასთის წევრობის სტატუს აღარ ინარჩუნებენ. მათ მშობლიური „რუსთავი 2“ მეტოქე ტელეკომაპანია „იმედზე“ გაცვალეს.

Rating

მაგალითად ეკა ამირეჯიბის წარმატებული სატელევიზიო კარიერა სწორედ რუსთავი 2-ის მუსიკალური შოუდან „ვარსკვლავების აკადემიიდან“ იწყება, შემდეგ იყო „დილა მშვიდობისა, საქართველოს“ წამყვანობა, ხოლო განსაკუთრებული პოპულარობა მას „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებულმა ლიკუნას როლმა მოუტანა. თუმცა, ერთ-ერთი სეზონის
დაწყების დროს ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა „რუსთავი 2“ დატოვა და კარიერის გაგრძელება „იმედში“ გადაწყვიტა.

Rating

ლელა მებურიშვილი კი სერიალში იმ მოტივით გამოჩნდა, რომ უნდა ჩაენაცვლებინა მთავარი გმირი კატო კირვალიძე, რომელსაც ნინო გაჩეჩილაძე თამაშობდა. მაშინ ამ ცვლილებას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ხალხი ახალ კატოს ვერ შეეგუა. რამდენად გაართვა ლელა მებურიშვილმა ამ დაკისრებულ მოვალეობას თავი,  არ ვიცით, თუმცა, სერიალში ნინი გაჩეჩილაძის დაბრუნებამ ნამდვილი ფურორი მოახდინა, ლელამ კი „იმედზე“ გადაინაცვლა.

Rating

საკმაოდ მძიმე იყო გასული სეზონი, როდესაც სერიალს რამდენიმე გმირი გამოეთიშა. მათ შორის იყო, ცოტნე ცოტაშილი, იგივე გიორგი ბახუტაშვილი, რომელიც ვფიქრობთ, რომ სერიალის ერთ-ერთი საკვანძო გმირი გახლდათ, ის ფართო საზოგადოებამ სწორედ სერიალის საშუალებით გაიცნო. ბახვა ბრეგვაძე, ვიკა კალანდია და ზალიკო ბერგერი ყველა ეს მსახიობი, რომლებიც სერიალში სახასიათო გმირებს ასრულებდნენ, გასულ სეზონზე „რუსთავი 2“-ის პროდაქშენის გუნდთან ერთად „იმედზე“ გადავიდნენ.

ფაქტია, რომ ამ ცვლილებების მიუხედავად, სერიალს მაყურებელი მაინც არ მოაკლდა და სიუჟეტი უფრო საინტერესო მიმართულებით განვითარდა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
niania
Baxuta martlac texavs ro cavida, Es gogoebic kargebi arian magram so so nichit! Ra mnishvneloba aqvs romel TVshi mushaoben,ra kavshirshia satelevizip serialtan mati politikuri "platforma"?! ...tumca 'es Saqartveloa...
05:02 / 18-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS