მასში გამოჩენა ბევრი ადამიანისთვის გამხდარა წარმატების ტრამპლინი. თუმცა, სწორედ „ის ბევრი მათგანი“ დღეს უკვე სერიალის საპატიო ქასთის წევრობის სტატუს აღარ ინარჩუნებენ. მათ მშობლიური „რუსთავი 2“ მეტოქე ტელეკომაპანია „იმედზე“ გაცვალეს.
მაგალითად ეკა ამირეჯიბის წარმატებული სატელევიზიო კარიერა სწორედ რუსთავი 2-ის მუსიკალური შოუდან „ვარსკვლავების აკადემიიდან“ იწყება, შემდეგ იყო „დილა მშვიდობისა, საქართველოს“ წამყვანობა, ხოლო განსაკუთრებული პოპულარობა მას „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებულმა ლიკუნას როლმა მოუტანა. თუმცა, ერთ-ერთი სეზონის
ლელა მებურიშვილი კი სერიალში იმ მოტივით გამოჩნდა, რომ უნდა ჩაენაცვლებინა მთავარი გმირი კატო კირვალიძე, რომელსაც ნინო გაჩეჩილაძე თამაშობდა. მაშინ ამ ცვლილებას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ხალხი ახალ კატოს ვერ შეეგუა. რამდენად გაართვა ლელა მებურიშვილმა ამ დაკისრებულ მოვალეობას თავი, არ ვიცით, თუმცა, სერიალში ნინი გაჩეჩილაძის დაბრუნებამ ნამდვილი ფურორი მოახდინა, ლელამ კი „იმედზე“ გადაინაცვლა.
საკმაოდ მძიმე იყო გასული სეზონი, როდესაც სერიალს რამდენიმე გმირი გამოეთიშა. მათ შორის იყო, ცოტნე ცოტაშილი, იგივე გიორგი ბახუტაშვილი, რომელიც ვფიქრობთ, რომ სერიალის ერთ-ერთი საკვანძო გმირი გახლდათ, ის ფართო საზოგადოებამ სწორედ სერიალის საშუალებით გაიცნო. ბახვა ბრეგვაძე, ვიკა კალანდია და ზალიკო ბერგერი ყველა ეს მსახიობი, რომლებიც სერიალში სახასიათო გმირებს ასრულებდნენ, გასულ სეზონზე „რუსთავი 2“-ის პროდაქშენის გუნდთან ერთად „იმედზე“ გადავიდნენ.
ფაქტია, რომ ამ ცვლილებების მიუხედავად, სერიალს მაყურებელი მაინც არ მოაკლდა და სიუჟეტი უფრო საინტერესო მიმართულებით განვითარდა.