"რა ვქნა, მოსამართლემ ასე ჩათვალა საჭიროდ და გამოუშვა, მე არავისთვის მითხოვნია, არ მყავს პატრონი, რომ ვიღაცები ჩამერია", - ამბობს ქვლივიძე.
როგორც ბრალდებულის მამამ აღნიშნა, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის მოსამართლის გადაწყვეტილებაში რაიმე ფორმით ჩაერია. მისივე თქმით, იგი ამჟამად უმუშევარია.
"ვიღაცა რაღაცას დაწერს... ასე არ შეიძლება. ჯერ ეს ერთი არსად ვმუშაობ, უმუშევარი ვარ. ვმუშაობდი და გაუქმდა ჩვენი სამსახური და უკვე წელიწადნახევარია
გამოძიება მიმდინარეობს და გამოიძიებს ყველაფერს. არც მე და არც ჩემი შვილი არ გავექცევით არაფერს. ჩვეულებრივ ჩაბარდება კიდეც და ჩვეულებრივ მოხდება ყველაფერი. რა ვქნა, მოსამართლემ ასე ჩათვალა საჭიროდ და გამოუშვა. მე არავისთვის მითხოვნია. არ მყავს პატრონი, რომ ვიღაცები ჩამერია. მე თვითონ უმუშევარი ვარ. რაღაც "თოლიას" წილი მაქვს, თუმცა, ვალებისკენ მიდის ყველაფერი. მე არც ოლიგარქი ვარ, არც "ოცნების" წევრი ვარ", - განაცხადა პაატა ქვლივიძემ.