– ბოლო დროს შენზე აქტიურად აღარ ვრცელდება ჭორები...
– ძალიან მიხარია. სულ ვიღაცასთან მაწყვილებდნენ – ესეც დამღლელია, მაგრამ აღარ მაინტერესებს. არ ვბრაზდები ჭორებზე, უბრალოდ, არ მსიამოვნებს, როგორც ფენომენი, რადგან ტყუილზეა დაფუძნებული. ძალიან ბევრ მშვენიერ მანდილოსანთან ვმეგობრობ. შეიძლება, ფოტოზეც გამოვჩნდეთ ან სადმე და სულ მიდის რადიკალიზაცია: ეს
– გათხოვილ ქალთან გააბამ ურთიერთობას?
– რომც მომწონებოდა გათხოვილი ქალი, ამას ჩემ გარდა ვერავინ გაიგებდა და არც არასდროს გაუგიათ. ჩემთვის ოჯახის სიმტკიცე ხელშეუხებელია. თუ განათხოვარია, ქმარს გაცილებული – არ მაქვს შეხედულება: აუ, განათხოვარია. მაგრამ, თუ მანდილოსანი ქორწინებაშია ან ვინმესთან აქვს ურთიერთობა, გამორიცხულია, ჩავერიო.
– როცა თავად ცდილობენ შენთან ურთიერთობის დაწყებას?
– ცდილობენ კიდეც, მაგრამ ჩემთვის ეს თემა ტაბუდადებულია. თან, ამის არანაირი საჭიროება არ მაქვს. არიან ირგვლივ მანდილოსნები, რომლებთანაც გამოვა რამე. ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისას უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი თავი დავაყენოთ მეორე ადამიანის ადგილას.
– როგორ მოიქცევი, ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩნდე?
– სიმართლე გითხრა, არ ვფანტაზიორობ ჩემს წარმოდგენებში. თუ დაუშვებ, რომ ეს თემა წარმოიდგინო, ფაქტობრივად, დასაშვებად მიიჩნიე რეალობაშიც. თუ გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელთანაც არ გაქვს ნდობა უმაღლეს ხარისხში, ჯობია, არ გქონდეს ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ვცდილობ, უფრო პოზიტიურზე გავამახვილო ყურადღება, ვიდრე ნეგატიურზე. შენ თუ ავლენ საკუთარ სურვილებს, ამით უშვებ ენერგეტიკას, რაც შემდეგ უკანვე გიბრუნდება. იქიდან, რასაც მივაღწიე, ბევრი რამ წარმოდგენილი მქონდა და მადლობა ღმერთს, ამიხდა.
– შენი მომავალი ოჯახი თუ გაქვს წარმოდგენილი როგორი იქნება?
– წარმოდგენილი მაქვს, რომ იქნება მტკიცე ოჯახი. სიმტკიცეში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ურთიერთპატივისცემის ყველაზე მაღალი საფეხური. სიყვარული, გრძნობა – ძალიან მაგარია, აუცილებელია ურთიერთობაში. მაგრამ, სიყვარულის ის ალი, რომელიც თავიდან არის, შეუძლებელია, ყოველთვის ერთინაირი სიძლიერის იყოს. თუმცა, თუ გრძნობა გაქრება, მხოლოდ პატივისცემაზე ვერ აიგება ურთიერთობა. უნდა იყოს ლტოლვა, გრძნობა, მაგრამ მხოლოდ გრძნობაზე, ძლიერ ლტოლვაზე აქცენტის გაკეთებაც არასწორია. შენ შეიძლება, ვიღაც გიყვარდეს, მაგრამ წახვიდე და „გაიგულაო” სადღაც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ გიყვარს. უბრალოდ, მიდიხარ რომ გაერთო. ეს უპატივცემულობაა, რაც ზუსტად იცი, რომ გავლენას მოახდენს იმ გრძნობაზე, დამოკიდებულებაზე, რაც გაქვს. ამიტომ, მხოლოდ გრძნობა არ ნიშნავს, რომ წყვილი მტკიცე იქნება. ოჯახში უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის მაღალი დონე. გვერდში დგომა და ერთმანეთის გატანა უმნიშვნელოვანესია. იმაზე რომ ვილაპარაკოთ, ორივეს ერთნაირად უნდა უყვარდესო, რა თქმა უნდა, არასწორია. ადამიანები, სულ რომ იდენტური ტყუპები იყვნენ, ვერც ერთნაირად განიცდიან და ვერც ერთნაირად გააფუჭებენ რამეს – ყველა ინდივიდია. მთავარია, საკუთარ თავში იყო დარწმუნებული, რომ ამ ადამიანის მიმართ გრძნობა გაქვს, სურვილი იმის, მასთან ერთად იყო, შექმნა ოჯახი. „შენ უფრო მეტად გიყვარვარ, თუ მე” – ეს ბავშვური თემაა.
ჟურნალი "თბილისელები"