- ფოთის თეატრში ვარ მსახიობი. დამთავრებული მაქვს თეატრალური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვმოღვაწეობ ფოთის თეატრში.
- როგორი ბავშვი იყავით?
- ჩვეულებრივი, არავისგან გამორჩეული არ ვყოფილვარ. ბავშვობიდანვე ვიდექი სცენაზე, ვცეკვავდი. რომ გითხრათ, მსახიობობაზე
- სერიალში როგორ მოხვდით?
- ღამის ათი საათი იყო, დამირეკა ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ და შემომთავაზა როლი. სინჯების გარეშე ამიყვანეს. სენაკში იყო მაშინ გადაღებები და ჩავედი გასაუბრებაზე, რადგან დეტალები არ ვიცოდი. შემომხედა გიორგი ლიფონავამ და მაშინვე თქვა, ჩააცვითო. ასე მოვხვდი ჩცდ-ში. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს მეგობრებს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.
- მანამდე თუ უყურებდით სერიალს?
- რა თქმა უნდა. "ჩემი ცოლის დაქალები" ისეთი სერიალია, მთელი საქართველო უყურებს და არც მე ვიყავი გამონაკლისი.
- რა მოგწონთ, ან რა არ მოგწონთ თქვენი პერსონაჟის?
- ჯერჯერობით არ გვაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა. ისე ახლოს არ ვიცნობთ ერთმანეთს, რომ ამაზე ვისაუბრო. ჯერჯერობით არ გამოუმჟღავნებია ისეთი თვისებები, რაც მისი ახლოს გაცნობის საშუალებას მომცემდა. ჯერ არ ვიცი, რა აქვს ჩაფიქრებული სცენარისტს.
- ჯერ რაც ჩანს, ხასიათის რა თვისებებში გავხართ ერთმანეთს?
- ჯერჯერობით რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ ტონი გახლავთ თბილი, კეთილი, უბოროტო ადამიანი. არანაირი ცუდი განზრახვა არ უდევს გულში. ტრადიციებზე ცოტა ეცინება, რაღაცები არ მოსწონს, იცის, რომ ეს ყველაფერი ფარსია და ალბათ ეს უფრო ახლოსაა ჩემს ხასიათთან.
- თქვენ ხართ დაოჯახებული?
- დიახ, მყავს მეუღლე და ექვსი წლის გოგონა.
- თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით?
- ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. რესტორანში შევხვდით ერთმანეთს. ძალიან მომეწონა. დაახლოებით ორ წელიწადში დავიწერეთ ჯვარი და დღეს ძალიან ბედნიერი ოჯახი გვაქვს. გვყავს არაჩვეულებრივი ქალიშვილი.
განაგრძეთ კითხვა: