- ნინო, სად და როგორ შეხვდით ახალ წელს?
- ადრე ივას მამასთან, ანუ გუგას ბაბუასთან ვხვდებოდით ახალ წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ, ესტაფეტა ივასთან გადავიდა. ამიტომ ახალი წელი, როგორც ჩვენი ტრადიცია მოითხოვს, საგვარეულომ მამამთილთან ავღნიშნეთ.
წელს ძალიან დამინდეს, მაგრამ როგორც წესი, ყოველთვის ყველაფერს მე
ჩემი საწყალი ზვიგენიკო (ძაღლი), ხელიდან ხელში გადადის. ძაღლის წელი რადგან არის, ყველგან დავაჩაქჩაქებთ მეკვლედ. ლამის გავაქირავო.
- ანუ ძაღლი გყავდათ მეკვლედ?
- ძაღლიანად ივასთან მივედით. სახლში როცა დავბრუნდით, ორი ძაღლი შემოვუშვით, ერთი გუგა, რომელიც ძაღლის წელში არის დაბადებული, ზუსტად ასეთი ხასიათი აქვს, სულ ყეფს და მეორე - ზვიგენიკო. გამოდის, სახლში ორი ძაღლი გვყავს და ერთმანეთთან სულ ჩხუბობენ. თუმცა, გუგას ზვიგენიკო ძალიან უყვარს.
- როგორ უთავსებთ ერთმანეთს ტელეწამყვანობას და ექიმობას?
- ხალხი ქვეყნის მართვას ათავსებს ძალიან ბევრ რამესთან და მე რატომ ვერ შევათავსებ ტელევიზიასთან სამედიცინო საქმიანობას?! როცა დროს სწორად ანაწილებ, ყველაფრის მოსწრება შეიძლება.
გუგა მუდამ უკმაყოფილოა, ბავშვებსაც ძილის წინ ვნახულობ. გუგა გაიძახის, ცოლი დამიბრუნეთო. ვეუბნები 24 წელია მიყურებ და აქამდე რით არ მოგბეზრდი, ხალხი ცოლებს ძალით უშვებს გარეთ, რომ თავი დაანებონ-მეთქი. რა ვიცი, სავარაუდოდ, უყვარს ეს თავისი გადარეული ცოლი.
ჟურნალი „სარკე“
ეკა ლემონჯავა