გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ მარიამ ქაცარავა ესაუბრა.
„ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს, თურქეთიდან მედიკამენტები წამოიღო. ქიმიოთერაპიის კურსს აქ ჩაიტარებს, რადგან თურქეთში ეს ძალიან ძვირი ჯდება, პერიოდულად კონტროლზე კი იქ ივლის.
უკვე უნდა დაეწყო მკურნალობა, მაგრამ გაციებულია და ასეთ დროს არ უკეთებენ, რადგან ეს პროცედურა მთელ ენერგიას და იმუნიტეტს აცლის ორგანიზმს”, – ამბობს მარიამი.