დიზაინერ მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია ულამაზეს ნანიკო კლდიაშვილზე დაქორწინდა. წყვილი
წლის ყველაზე გახმაურებული ქორწილი ინგა გრიგოლიას ქალიშვილმა გადაიხადა. მარიამ გრიგოლია ნიკოლოზ გამეზარდაშვილზე დაქორწინდა. მას საქორწინო კაბა ანუკი არეშიძემ შეუკერა. ყველასთვის საყვარელი მარიამი საკურთხეველთან დედამ მიიყვანა. მარიამისა და ნიკოლოზის ქორწილში უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი, როგორც პოლიტიკიდან, ასევე შოუ-ბიზნესიდან, ისეთი ქორწილი იყო, რომელზეც ბევრი იოცნებებდა, თუმცა, ასეთი ქორწილის გადახდა და ასეთი სტუმრების დაპატიჟება ბევრს არ შეუძლია და იმის მაგივრად, რომ ჟურნალისტისთვის ქალიშვილის გაბედნიერება მიელოცათ, სოციალურ ქსელში ბევრმა ამის გამო ინგა გრიგოლიას კრიტიკა დაიწყო.
საქართველოში გადაიხადა ქორწილი სოფო ნიჟარაძის ბიძაშვილმა სალომე სვანაძემ. რუსეთში მცხოვრებმა, ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა, კანადელ ექსპერტზე იქორწინა და მთაწმინდაზე ისეთი ქორწილი გადაიხადა, რომელზეც პატარა გოგონები ჯერ კიდევ ბავშვობაში ოცნებობენ. სალომეს და ტიმის ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის.