28 დეკემბერი, 2017
"როდესაც თქვენ წახვალთ, გამარჯობის მთქმელი არ გეყოლებათ" - ქართველი მწერლები საზმაუს ბოიკოტს უცხადებენ
პოეტ ზვიად რატიანსა და პოლიციას შორის მომხდარი ინციდენტის გარშემო საზოგადოების ვნებათაღელვა არ წყდება. ზვიად რატიანი სამართალდამცავებმა აღმაშენებლის გამზირზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს, პოეტის თქმით, სამართალდამცავები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გუშინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა პოეტის დაკავების ამსახველი ვიდეო, სადაც პოეტი პოლიციას და პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებს.
ვიდეოს გამოქვეყნების გამო, ქართველი პოეტები, მწერლები და ლიტერატორები საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოიკოტს უცხადებს. მათ თავიანთი პოზიცია სოციალურ ქსელში დააფიქსირეს.

ლაშა ბუღაძე: მე, როგორც საზოგადოების ერთი რიგითი წევრი, ბოიკოტს ვუცხადებ ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელს! ჟურნალისტებისადმი სიმპათიის
მიუხედავად, სანამ ეს ანტისაზოგადოებრივი შანტრაპა გააგრძელებს თავის წამქეზებლურ და სიმულაციურ საქმიანობას, როგორც რესპოდენტი ერთმნიშვნელივნად ვწყვეტ ამ ტელევიზიასთან თანამშრომლობას. ასე არ გამოვა, მეგობრებო, ერთი მხრივ პოეტის ლექსებს ციტირებდე და მეორე მხრივ, საჯიჯგნად და საგინებლად სწირავდე ამავე ადამიანს! ბოიკოტი ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელს!

რატი ამაღლობელი: რამდენიმე წელი ვმუშაობდი საზოგადეობრივ მაუწყებელზე,
ძალიან მიყვარს ის ხალხი ვისთან ერთადაც ვაკეთებდი სხვადასხვა პროექტს - მაუწყებლის რადიოში; “ხმების ისტორია”, ტელე სივრცეში, “ჩემი წიგნი” და “სიტყვების თამაში”.
დღემდე მაქვს და ვიცი, რომ დიდხანს გამყვება ამ ხალხის სიყვარული და პატივისცემა,
მაგარამ ის, რაც იკადრა მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ზვიად რატიანის ე.წ. ვიდეოს დადებით - აღარ მიტოვებს მორალურ უფლებას რაიმენაირი სახით ვითანამშრომლო ხსენებულ მედია საშუალებასთან, როგორც რესპოდენტმა, მოწვეულმა სტუმარმა, თუ მაყურებელმა. რადგან მათ გაწირეს უდანაშაულო მოქალაქე, შსს-სთან ერთად უკვე სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ დააყენეს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, დაარღვიეს პროფესიული ეთიკის ყველა სტანდარტი, შელახეს მისი რეპუტაცია და ღირსება. ასე რომ მოკლედ და კონკრეტულად ჩემგან #ბოიკოტისაზმაუს

ზაალ ანდრონიკაშვილი:
#ბოიკოტისაზმაუს რასაც თქვენ აკეთებთ, ტელევიზიის ისტორიაში არ უკადრებია
არავის სუსლოვის ტელევიზიის ჩათვლით. არა მარტო იმიტომ, რომ პრემიერის გინებას მალავთ და რატიანისას აჩვენებთ, არამედ იმიტომ, რომ ამ კაცს შავრაზმელებს უგდებთ საჯიჯგნად და ამით ცდილობთ პოლიციური ძალადობის და მოქალაქის წამების გადაფარვას და გამართლებას. თქვენ მოძალადე პოლიციელებზე უარესი დამნაშავეები ხართ და ხელები უდანაშაულო მოქალაქეების სისხლში გაქვთ დასვრილი. სინდისზე და ნამუსზე თქვენთან ლაპარაკს და თქვენს შერცხვენას აზრი აღარ აქვს. არც თქვენ დაგავიწყდეთ, რომ, როდესაც თანამდებობიდან წახვალთ, გამარჯობის მთქმელი არ გეყოლებათ.

ნესტან ცეცხლაძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი უნდა გადადგეს. ბოდიში აღარ უშველის თავისუფალი მოქალაქის მიზანმიმართულად განადგურების საქმეს. იმედია სამეურვეო საბჭო დაიწყებს გენერალური დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას. თუ არ დაიწყებს, უნდა ვაიძულოთ. #წადით

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ია
საქმე ის კი არ არის, რომ ტელევიზიამ აჩვენა პატრიარქის გინება, არავის აღუნიშნავს რატომ აგინა "პოეტმა" პატრიარქს.
13:24 / 05-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ორთაჭლელი
თქვენ მწერლები კი არა, ხართ თ ა ვ ხ ე დ ე ბ ი, თქვენი დანახვაც აღარ მინდა და ძალიან კარგი თუ არ გაეკარებით საზ. მაუწყებელს!!!
13:10 / 04-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ცირა
მოდი რა თქვენს თავებს მიხედეთ ქალაჩუნა ნარკომანოი მწერლებო რა, თუ ვაიმწერლებო, რატომ არ უნდა დაესაჯათ რატიანია თუ ვიღაცა, რა მასზე კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება?
23:04 / 29-12-2017
გამოხმაურება / 0 /
გივი
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ყველას ვალდებულებაა. ამავე დროს, სიმართლის გაშუქებაც ყველა ტელ არხის ვალდებულებაა, და მეტი მოეთხოვება საზოგადოებისათვისც ცნობად პირებს ყველაფერში პოლიციას ნუ ადანაშაულებთ
18:21 / 28-12-2017
გამოხმაურება / 0 /
გოგა
რას ელოდით უკეთესს ხალხის მიერ დაფინანსებული ტელევიზიიდან? ქვეყანა სადაც ყველაფერი ექვემდებარება ერთ ადამიანს, რომელსაც არანაირი ოფიციალური პასუხისმგებლობა არა აქვს ქვეყნის წინაშე, კარგს რას ელით? 2012 წლის ოქტომბერში რაც სიამოვნება მივიღეთ, ყველაფერი დაგვავიწყეს და ერთად ამოგვადინეს ყელში ყველაფერი. ბოდიში გამოთქმისათვის, მაგრამ მაღლაფერიძე თუ ასეთი 00'......" იყო, ვერ წარმოვიდგენდი. როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ტელევზიით აჩვენო ის კადრი, სადაც პატრიარქის გინებაა და ეს იმიტომ, რომ პოლიციის ქმედება გაამართლო, როგორო უმწიკლოებიც არ უნდა იყვნენ ისინი!!! რას გავს ეს მეგობრებო ეს. მაღლაფერიძე ვონ იზ ტელევიზიი!!!!!!!!!
16:26 / 28-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS