27 დეკემბერი, 2017
"ოჯახის წევრები მახსენდებიან, რომლებიც აღარ არიან" - გიორგი კვირიკაშვილის ბავშვობის მოგონებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველად ალაპარაკდა ისეთ პირადულ თემებზე, როგორებიცაა ბავშვობა, სტუდენტობა, სამხედრო სამსახური, პროფესია, მშობლები, მეუღლე და შვილები.

პრემიერის ბიოგრაფიის და პირადი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალები ექსკლუზიურად ჟურნალ "OK"-ს საახალწლო ნომერში დაიბეჭდა.

"ბავშვობიდან განსაკუთრებით მომყვება ახალი წლის ემოცია. დღესაც კი, ახალი წელი ჩემთვის არის ყველაზე თბილი, ოჯახური და რომანტიკული დღესასწაული. ოჯახი მახსენდება, ოჯახის წევრები მახსენდებიან, რომლებიც აღარ არიან. მახსენდება სიხარული, თოვლის პაპის სიხარული. მამაჩემი იყო ხოლმე თოვლის პაპა, კარგა ხანს ვერ ვცნობდი. მახსენდება დაორთქლილი
ფანჯრები, რომელზეც ვხატავდი, შემწვარი გოგრის სუნი მახსენდება. ახლა მიხარია, რომ ჩემს შვილებსაც იგივე ემოციები აქვთ.

ისევე, როგორც ბავშვობაში, ახალი წლის დადგომისას ახლაც ჩავიფიქრებ ხოლმე სურვილს”, - გიორგი კვირიკაშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მე
მეამაები და მჯერა, რომ ღირსეული კაცი ხარ. უფალი შეგეწიოს.
16:06 / 27-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS