გთავაზობთ ამონარიდებს OK-ს იანვრის ნომრიდან:
"დიპლომიანი ექიმი გახლავართ. არ ვიცი, რატომ ავირჩიე სამედიცინო, არავინ მყოლია ექიმი, თანაც რთული იყო ჩაბარება, კორუფციაც იყო და სხვაც. ერთი გამოცდით მოვხვდი, რადგან ოქროს მედალი მქონდა კომაროვის სკოლიდან. პირველი ბარდებოდა ფიზიკა. მაშინ დანიშნეს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ გია
...სამედიცინო ინსტიტუტიდან დამრჩა დიპლომი და მეუღლე, მაკა ცინაძე, რომელიც ჩემს კურსზე, ჩემს ჯგუფში სწავლობდა. ინსტიტუტს ვამთავრებდი, როდესაც დავქორწინდით. ჩემმა ცოლმა წითელ დიპლომზე დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი, მერე ორდინატურა კარდიოლოგიის განხრით და მერე ოჯახს მიუძღვნა თავი. როცა იყო უშუქობა, სიცივე, სროლა, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით სამი შვილით, პირველ სართულზე. საწოლები ისე გვედგა, ტყვია რომ შემოვარდნილიყო, ვინმეს არ მოხვედროდა. მძიმე დრო იყო, მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ, ყველაფერს უძლებ. გამოცდილებით კი არა, გუმანით ხვდები, რა და როგორ. წინ მთელი ცხოვრება გაქვს, ე.ი გაქვს იმედი.
- როგორი ბავშვობა გქონდათ?
- ბავშვობაზე ლაპარაკი ძალიან მიყვარს. კარგი ბავშვობა მქონდა. ერთად ვცხოვრობდით დიდი ბებია, ბებია, დედა, მამა და ორი შვილი, სამოთახიან "ხრუშჩოვკაში". ბებია იყო მათემატიკის ცნობილი მასწავლებელი კომაროვის სკოლაში. მათემატიკისადმი სიყვარულიც მან მომცა, თვითონ მასწავლიდა, ღამის 2 საათამდე მეჯდა და მამეცადინებდა.
განაგრძეთ კითხვა: