2017 წელი სრულდება, ახალი წლის დადგომასთან ერთად წინა წლის აქტუალური ამბები ისტორიად იქცევა და მალე მომავლისა და აწმყოს რიტმზე გადართულებს, ყველას დაგვავიწყდება ერთ დროს ცხელ-ცხელი ამბები. 2018 წლის დადგომამდე, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი წლის ყველაზე ხმაურიან სკანდალებს.
ქეთა თოფურიასა და გუფის სკანდალი ზაფხულში დაიწყო, როცა ერთსა და იმავე კურორტზე დასასვენებლად წასულებს გამოუქვეყნეს პაპარაცული ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ეხუტებიან საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი გოგო და ბიჭი ერთმანეთს შეზლონგზე. ქეთა ჯერ ქმარს გაშორებული არ იყო.
ორივემ უარყო გავრცელებული
ინფორმაცია და განაცხადეს, რომ მხოლოდ კარგი მეგობრები არიან. მოგვიანებით ქეთა ქმარს გაშორდა. იმის მიუხედავად, რომ ქეთა და რუსი რეპერი რომანს უარყოფენ, ისინი პერიოდულად თავად აძლევენ ხალხს ჭორაობის საბაბს. ცოტა ხნის წინ, მათ ერთად ჩართეს ლაივი, რომელშიც თავიანთ ურთიერთობაზე იხუმრეს.
„ყველა გვეკითხება, როგორ ვურთიერთობთ. აი, ასე“, – თქვა ქეთამ. უცნობია, უღალატა თუ არა ქმარს მომღერალმა ან რა გახდა მათი დაშორების მიზეზი და რა ურთიერთობა აქვს გუფთან, მაგრამ მომღერლისთვის 2017 წელი ძალიან სკანდალური წელი იყო.
განაგრძეთ კითხვა: