ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ამის გასახსენებლად მომღერალი ნათია თოდუა ავიღოთ - გოგონა, რომლის ნამღერიც მშობლიურ ქვეყანაში „ყალბად“ შეაფასეს, გერმანული ახალი ხმის გამარჯვებული გახდა. გერმანიაში ორი წლის წინ “ოპერის” პროგრამით ჩავიდა, რაც გერმანიაში ცხოვრებას და კონკრეტული ოჯახისთვის ბავშვების მოვლაში დახმარებას გულისხმობს. ამბობს, რომ გერმანულ “ვოისში” მონაწილეობა მას სწორედ ამ ოჯახმა შესთავაზა და ეს შეთავაზება
ალბათ, რომ არა საბერძნეთში წარმატებული მუსიკალური კარიერა, შეიძლება, დღეს თამთა გოდუაძე არც არავის სცოდნოდა და არც ქართული “იქს ფაქტორის” ჟიურის წევრობის სტატუსი რგებოდა პატივად. ის პოპულარული საბერძნეთში "Super Idol Greece"-ში მონაწილეობით გახდა. მუსიკალურ ტალანტ-შოუში მან მეორე ადგილი დაიკავა. თამთა საბერძნეთში ოჯახის დანგრევის შემდეგ წავიდა და დღეს ერთ-ერთი წარმატებული მომღერალია.
დიანა ღურწკაია რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალია. უსინათლო დიანამ შეძლო დაერწმუნებინა მუსიკის მასწავლებელი, რომ ფორტეპიანოზე დაკვრას მოახერხებდა. 10 წლის ასაკში პირველად გამოვიდა თბილისის ფილარმონიაში ირმა სოხაძესთან ერთად. 1995 წელს გაიმარჯვა მუსიკალურ კონკურსში „იალტა-მოსკოვი-ტრანზიტი“. 1999 წელს დაასრულა მოსკოვის გნესინის მუსიკალური სასწავლებლის საესტრადო განყოფილება. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.
2000 წელს სტუდიამ „ARC“ გამოუშვა მომღერლის სადებიუტო ალბომი, რომელშიც შევიდა იგორ ნიკოლაევისა და სერგეი ჩელობანოვის ლექსებზე დაწერილი სიმღერები. დიანა ღურწკაია 2008 წელს საქართველოს სახელით წარსდგა "ევროვიზიის" კონკურსზე.
ერთ დროს სქართველოში ცნობილი მსახიობი ხათუნა იოსელიანი, რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს. ამერიკაში გაჭირვებამ წაიყვანა, თუმცა, პროფესიას ოკეანის გაღმაც არ უღალატა. ის ქართული თეატრის დასის წევრია, რომელიც ნიუ-იორკში რამდენიმე წელია არსებობს. საქართველოდან გაჭირვებას გაქცეული მსახიობი ამერიკამ დააფასა და მას ნიუ-იორკში ბინაც გადაეცა.
დავით ჩაკვეტაძემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ლიდერობისა და გამარჯვებისთვის არის დაბადებული, თუმცა, საქართველოში ვერც დაფასება მიიღო და ვერც ფინანსური ხელშეწყობა, ამიტომ 2013 წელს ქვეყნიდან წავიდა და ტატამზე ახლა რუსეთის სახელით გამოდის. ეს ქუთაისელი სპორტსმენი ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძეა.
ჩაკვეტაძეს ქართველი მწვრთნელები და სპორტის ქომაგები დიდ მომავალს უწინასწარმეტველებდნენ, მაგრამ ვერავინ დააფასა, მას ცხოვრებისთვის და ვარჯიშისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ ჰქონდა...
დავით ჩაკვეტაძემ საქართველოს შემდეგ რუსეთს არაერთი წარმატება მოუტანა, 2016 წელს კი რუსეთის სახელით ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. დავით ჩაკვეტაძე მოსკოვში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მდიდრულად ცხოვრობს.