25 დეკემბერი, 2017
გაჭირვებას გაქცეული ქართველები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ვარსკვლავებად იქცნენ
ქართველებს ხშირად საქართველოში არ აფასებენ და ბედის საძიებლად ნიჭიერი ადამიანები ქვეყნიდან მიდიან. მიდიან და საკუთარ ქვეყანაში დაუფასებლები, უცხოეთში უეცარ წარმატებას აღწევენ.

Rating

ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ამის გასახსენებლად მომღერალი ნათია თოდუა ავიღოთ - გოგონა, რომლის ნამღერიც მშობლიურ ქვეყანაში „ყალბად“ შეაფასეს, გერმანული ახალი ხმის გამარჯვებული გახდა. გერმანიაში ორი წლის წინ “ოპერის” პროგრამით ჩავიდა, რაც გერმანიაში ცხოვრებას და კონკრეტული ოჯახისთვის ბავშვების მოვლაში დახმარებას გულისხმობს. ამბობს, რომ გერმანულ “ვოისში” მონაწილეობა მას სწორედ ამ ოჯახმა შესთავაზა და ეს შეთავაზება
წარმატებულიც აღმოჩნდა. ნათია თოდუამ პროექტი მოიგო და ის გერმანიაში ნამდვილი ვარსკვლავი გახდა.

Rating

ალბათ, რომ არა საბერძნეთში წარმატებული მუსიკალური კარიერა, შეიძლება, დღეს თამთა გოდუაძე არც არავის სცოდნოდა და არც ქართული “იქს ფაქტორის” ჟიურის წევრობის სტატუსი რგებოდა პატივად. ის პოპულარული საბერძნეთში "Super Idol Greece"-ში მონაწილეობით გახდა. მუსიკალურ ტალანტ-შოუში მან მეორე ადგილი დაიკავა. თამთა საბერძნეთში ოჯახის დანგრევის შემდეგ წავიდა და დღეს ერთ-ერთი წარმატებული მომღერალია.

Rating

დიანა ღურწკაია
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალია. უსინათლო დიანამ შეძლო დაერწმუნებინა მუსიკის მასწავლებელი, რომ ფორტეპიანოზე დაკვრას მოახერხებდა. 10 წლის ასაკში პირველად გამოვიდა თბილისის ფილარმონიაში ირმა სოხაძესთან ერთად. 1995 წელს გაიმარჯვა მუსიკალურ კონკურსში „იალტა-მოსკოვი-ტრანზიტი“. 1999 წელს დაასრულა მოსკოვის გნესინის მუსიკალური სასწავლებლის საესტრადო განყოფილება. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.
2000 წელს სტუდიამ „ARC“ გამოუშვა მომღერლის სადებიუტო ალბომი, რომელშიც შევიდა იგორ ნიკოლაევისა და სერგეი ჩელობანოვის ლექსებზე დაწერილი სიმღერები. დიანა ღურწკაია 2008 წელს საქართველოს სახელით წარსდგა "ევროვიზიის" კონკურსზე.

Rating

ერთ დროს სქართველოში ცნობილი მსახიობი ხათუნა იოსელიანი, რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს. ამერიკაში გაჭირვებამ წაიყვანა, თუმცა, პროფესიას ოკეანის გაღმაც არ უღალატა. ის ქართული თეატრის დასის წევრია, რომელიც ნიუ-იორკში რამდენიმე წელია არსებობს. საქართველოდან გაჭირვებას გაქცეული მსახიობი ამერიკამ დააფასა და მას ნიუ-იორკში ბინაც გადაეცა.


Rating

დავით ჩაკვეტაძემ
არაერთხელ დაამტკიცა, რომ ლიდერობისა და გამარჯვებისთვის არის დაბადებული, თუმცა, საქართველოში ვერც დაფასება მიიღო და ვერც ფინანსური ხელშეწყობა, ამიტომ 2013 წელს ქვეყნიდან წავიდა და ტატამზე ახლა რუსეთის სახელით გამოდის. ეს ქუთაისელი სპორტსმენი ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძეა.

ჩაკვეტაძეს ქართველი მწვრთნელები და სპორტის ქომაგები დიდ მომავალს უწინასწარმეტველებდნენ, მაგრამ ვერავინ დააფასა, მას ცხოვრებისთვის და ვარჯიშისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ ჰქონდა...

დავით ჩაკვეტაძემ საქართველოს შემდეგ რუსეთს არაერთი წარმატება მოუტანა, 2016 წელს კი რუსეთის სახელით ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. დავით ჩაკვეტაძე მოსკოვში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მდიდრულად ცხოვრობს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
გიორგი
ვისაც გგონიათ, რომ ამათ სამშობლო გაცვალეს, ძალიანაც შეგშლიათ. ემიგრანტების (თუნდაც მოქალაქეობაშეცვლილის) მიერ გამომუშავებულ–გამოგზავნილი თანხები რომ არა, საბიუჯეტო ქაქში იქნებოდა საქართველო. ფაქტობრივად, ისინი ამუშავებენ საქართველოში ყიდვა–გაყიდვას.. ურაპატრიოტებო, რა ჯობდა, ამათი თავი მიმატებოდა მშიერთა არმიას? პუტინთან სურათს რომ უმუნათებთ, თავისი არჩევანი არ იყო ეს, ვინ ეკითხება სპორტსმენს, უნდა თუ არა გადაღება, ეს აუცილებელი პროცედურაა..
20:14 / 06-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ავსტრიელი
საყვარელმა წამოწია თუ ფულმა არ აქვს მნიშვნელობა ნიჭიერი ხალხია და შრომობენ .
15:46 / 03-01-2018
გამოხმაურება / 0 /
Ruslan
chakvetadze 200 kveknidan maincdamainc rusetshi cavida da es nichi ki ara sirobaa
18:23 / 01-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ჯეინ
გოდუაძე ბერძენმა საყვარელმა წამოწია.....
19:43 / 29-12-2017
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვერავის ვერ განსჯი,რადგან ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და უნდა რომ იცხოვროს ადამიანივით და არა ულუკმაპუროდ...ისე იოსელიანი რომელი მსახიობია?60 წლის ქალმა გახდა რომ დაიწყო სერიალში???ქავჟარაძესთან ერთად???სირცხვილი....
22:06 / 28-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS