22 დეკემბერი, 2017
ნიკა რურუას უცნობი ყოფილი ცოლი და ქალიშვილი, რომლებიც საზოგადოებამ ახლახანს გაიცნო
კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას შესახებ საზოგადოებაში არაერთი ჭორ-მართალია გავრცელებული.
მის მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია. ნიკა რურუას პირადი ცხოვრებაც საინტერესოა, თუმცა, ამის შესახებ ის არასდროს საუბრობს.

ჩვენი ყურადღება ამჯერად ნიკა რურუას პირველმა ცოლმა მიიპყრო. ალბათ ცოტა ადამიანმა იცის, რომ მისი პირველი მეუღლე „ჩემი სამზარეულოს წესების“ მონაწილე სოფო გორგაძეა.

სოფო გორგაძე „რუსთავი 2“-ის შოუში მონაწილეობას შვილთან ლიზისთან ერთად იღებს.

მათი გუნდი პროექტში კახეთის სახელით ასპარეზობს.

კახეთში მცხოვრები თბილისელი დედა-შვილის მიმართ საზოგადოების ინტერესი გამოჩენისთანავე გაჩნდა და აშკარა
ფავორიტები არიან, თუმცა, რა შედეგი დადგება საბოლოოდ, ეს მხოლოდ იმ ჟიურის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც საკმაოდ მკაცრია.

სოფო გორგაძე თელავის რაიონის, სოფელ შალაურში მესამე ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.
ნიკა რურუაზე დაქორწინებამდე ის ლაშა თაბუკაშვილის ცოლი გახლდათ. თაბუკაშვილთან დაშორების შემდეგ, ის ნიკა რურუაზე დაქორწინდა. წყვილს ტყუპები ლიზი და მარიამი ჰყავთ, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ. 


საზოგადოებას შეუმჩნეველი არც ის დარჩენია, რომ სოფო გორგაძე, მსახიობ ნუცა კუხიანიძეს ჰგავს. ეს მსგავსება არ გეჩვენებათ. სოფო ნუცას დეიდაა.



იხილეთ ვიდეო:



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თამარ
ლაშა თაბუკაშვილის კი არა, ლაშას ბიჭის რეზოს ცოლი იყო
04:27 / 30-01-2018
გამოხმაურება / 0 /
გელა
ყველაფერი გასაგებია
02:09 / 30-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS