20 დეკემბერი, 2017
უცნობის ოჯახი სახლის და აგარაკის გარეშე რჩება?
მომღერალი და მსახიობი გია გაჩეჩილაძე, ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დაუპირისპირდა. მიზეზი ერთადერთი ქალიშვილის, ირინა გაჩეჩილაძის ქმრის, გიორგი შარაშიძის ბიზნესი გახდა.

29 წლის გიორგი შარაშიძე „სიტროენ ჯორჯიას“ დირექტორი და დამფუძნებელია. საკუთარი ბიზნესის და გაჩეჩილაძეების სიძეობის შესახებ, გიორგი შარაშიძე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.

- გიორგი, საკმაოდ ახალგაზრდა ხართ და უკვე ბიზნეს კომპანიის დამფუძნებელი და გენდირექტორი, როდის მოასწარით?
- 9-წლიანი საშინელი პერიოდი რომ დამთავრდა, მაშინ. მანამდე ბიზნესისთვის არავის ეცალა - მოგივარდებოდნენ, დაგიჭერდნენ, ადამიანების სიცოცხლეც არაფრად უღირდათ. მაშინ
მეც იმ ადამიანების რიცხვში ვიყავი, რომელიც რეჟიმს ებრძოდა. მიტინგებსა და აქციებში ვმონაწილეობდი.

მე და ბუტა რობაქიძე ბავშვობის მეგობრები ვიყავით, ჩემი კარის მეზობელი იყო. დღეს რომ მის საფლავზე მივდივარ, ვხედავ, რომ ბავშვია - 17 წლის იყო. ჩემს თვალწინ მოკლეს ადამიანი, რომელიც ჩემი პირველი მეგობარი იყო. ჩემში იდეალების ნგრევა ბუტას სიკვდილიდან დაიწყო და არა მერე, ჩემს ცხოვრებაში გია გაჩეჩილაძე როცა გამოჩნდა.

- ირინა გაჩეჩილაძე როდის გაიცანით?

- პირველი სამი წელი კლასელები ვიყავით, მაგრამ არ მახსოვდა. მოგვიანებით, საერთო მეგობრების წრეში გავიცანი. მერე მიტინგებზეც ვხვდებოდით. ყველაფერი მეგობრობით დაიწყო და სიყვარულში გადაიზარდა. გიას სიძე 21 წლის ასაკში გავხდი. ჩვენ გვყავს 2 წლის ილია, ღმერთმა ისურვა და ქორწინებიდან 6 წლის მერე მოგვცა შვილი.

- რა პროფესია გაქვთ?

- პროფესიით მშენებელი ვარ, მაგრამ რატომღაც ბიზნესი ვარჩიე. სხვადასხვა ბიზნესიდან შეკოწიწებული ფული მქონდა, სახლებიც ჩავდეთ ბანკში, რომ ეს ბიზნესი დაგვეწყო და ახლა გადახდა-არგადახდის სერიოზული პრობლემა დგას.

- საგურამოს სახლიც ბანკშია?
- კი და ჯერ კიდევ მიშას დროიდან. იმ დროიდან მილიონების აღებას რომ აბრალებდნენ გიას. ბანკში დევს ჩემი მეგობრის სახლი, რომელიც ჩემი პარტნიორიც არის.


ჟურნალი „სარკე“

რუსუდან ადვაძე

ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
????????
თავს ნუ გვაცოდებ, რა. რაც შენ და შენმა სიმამრმა იკადრეთ და კვირიკაშვილს ჩირქი მოსცხეთ, მეტის ღირსები ხართ. უნამოსოები. ისე, მგონია, შენი გაღიზიანებულია გაჩეჩილაძე და ამდენს იმიტომ კადრულობს
11:05 / 22-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS