- ანი, სად გაიცანით დათა და როდის?
- დათა გავიცანი 3 წლის წინ, 14 სექტემბერს, საერთო ნაცნობის შვილის ნათლობაზე. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს სუფრა ჩემს გასაცნობად ყოფილა
- თავიდანვე მოგეწონათ? როგორ განვითარდა თქვენი სიყვარულის ისტორია?
- იმ დღეს, როცა გავიცანი, არ ვიცოდი, ვინ იყო. ჩემს წინ ერთი ჩვეულებრივი, მომღიმარი ბიჭი იდგა, რომელსაც დიდი ყურადღება არ გამოუჩენია ჩემდამი, შესაბამისად, მე მოწონებაზე არც მიფიქრია. ამ დღის შემდეგ დათა აქტიურობდა, რომ ხშირად ვენახე, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ჩემი ოჯახი წინააღმდეგი იყო, ძირითადად მას უხდებოდა სამედიცინოს ავტოსადგომზე მოსვლა და იქ მხვდებოდა ლექციების შემდეგ. დღეს ჩემს მშობლებს დათა ძალიან უყვართ.
- რატომ იყო ოჯახი წინააღმდეგი?
- ძალიან ტრადიციული ოჯახი მყავს, და მამასთან რთული იყო საუბარი ჩემს დაოჯახებაზე.
- მე ვიცი, რომ დათა საკმაოდ ხშირად განებივრებდა სიურპრიზებით, როცა შეყვარებულები იყავით. არის თუ არა ეს მართალი და ყველაზე მეტად რომელი სიურპრიზი დაგამახსოვრდა მისგან?
- დათა გაცნობის დღიდან დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემდამი და დღემდე ასე გრძელდება. ყველა მისი სიურპრიზი ძალიან ძვირფასია ჩემთვის, რომელიმეს გამოყოფა ძალიან მიჭირს.
- ვიცი, რომ მაშინ, როცა დათა დევნილი იყო საქართველოდან და ძებნაში იმყოფებოდა, საკუთარ დაბადების დღეზე მოგიწყოთ სურპრიზი, ფეირვერკი. ელოდი თუ არა, რომ იმ პერიოდში ამას მოახერხებდა დათა და რა ემოცია დაგეუფლა?
- დათას მდგომარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად არ ველოდი, რომ ამას მოახერხებდა. ჩემი ემოცია იყო ცოტა გაურკვეველი, ვიყავი ბედნიერი მისი ყურადღებით, და სევდიანი მის გარეშე.
- როგორ გამოგიტყდათ სიყვარულში? როგორ გთხოვა ცოლობა?
- ერთ დღეს სამედიცინოს ავტოსადგომზე მოვიდა. ცოტა დაბნეული იყო, თითქოს მისთვის უჩვეულო სიტუაციაში და მითხრა, რომ ვუყვარდი. მე დავიბენი და ვერაფერი ვუპასუხე. რაც შეეხება ცოლობას, დავოჯახდით გაცნობიდან 3 თვეში. ვიკამათეთ, ვუთხარი, რომ ეს ურთიერთობა უნდა დასრულებულიყო. იმ დღეს თვითონაც დამთანხმდა, მაგრამ მეორე დღეს მასწავლებლიდან გამოსული მოულოდნელად აღმოვჩნდი ისევ დათას გარემოცვაში, დათას ცოლის ამპულაში.
- ოჯახები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
- ჩემს ოჯახში არც განიხილებოდა ჩემი დაოჯახება, გამომდინარე იქედან, რომ 19 წლის ვიყავი. მაგრამ ისე მოულოდნელად (ჩემთვისაც) მოხდა ჩვენი დაოჯახება, რომ არც გვისაუბრია ოჯახში ამ თემაზე. რაც შეეხება დათას მშობლებს, დაოჯახებამდე არ ვიცნობდი, თუმცა, როგორც ვიცი, დათას გადაწყვეტილებაზე იცოდნენ.
განაგრძეთ კითხვა: