19 დეკემბერი, 2017
"წელს ახალ წელს პარიზში შევხვდები" - როგორ ხვდებიან ახალ წელს ქართველი სელებრითები
ჩვენს დედაქალაქში ახალი წლის აურზაური უკვე შეიმჩნევა. ამ რიტმს არც ქართველი სელებრითები ჩამორჩებიან. ხატია შამუგიასთვის ახალი წელი ყოველთვის მაინც ტრადიციებთან არის დაკავშირებული.

Rating


ხატია შამუგია ("ისი-პარის " PR მენეჯერი):
მე მაინც სხვა თაობის წარმომადგენელი ვარ. ასე რომ ვთქვათ, წინა საუკუნის და ეს ტრადიციები მაინც მაქვს ანუ ჩემშია (იცინის). ტრადიციად, აუცილებლად მაქვს ის, რომ 31 დეკემბერს, როგორც წესი, საწოლზე ახალი თეთრეული უნდა გადავაკრა. მაგიდაზე კი - ახალი გადასაფარებელი. ასევე, ყოველ წელს ნაძვის ხეს 4 ახალი სათამაშო შევძინო.
თვითონ ნაძვის ხე კი ჩემი შვილის ნიკუშას ხელაა - 15 წლის. თუმცა, ყოველ წელს სხვადასხვანაირად გამოიყურება და ამჯერად ოქროსფერ ფერებში იქნება გაწყობილი, რადგან ძაღლის წელია და ვიცი, რომ ოქროსფერ და მომწვანო ფერებში უნდა იყოს მორთული. ასევე, ტრადიცია მაქვს, რომ ახალი ფეხსაცმელი უნდა მეცვას. ჩემი სამსახურიდან და კარიერიდან გამომდინარე, 18 წლის შემდეგ ახალ წელს სახლში არ ვყოფილვარ. თუმცა, ვცდილობ, რომ სულ მე ვიყო სახლში მეკვლე და 12 საათის შემდეგ ფეხი შევდგა, გოზინაყი დავაგემოვნო და ისევ გავრბივარ, რადგან ყოველთვის კონცერტი მაქვს. წლევანდელი წელიც ასე იქნება, მივალ სახლში, მოვეფერები ჩემებს და შემდეგ ლელა წურწუმიას კონცერტს წავიყვან.

Rating


ქეთი გომართელი (მომღერალი):
ახალ წელს ქუჩაში ვხვდები, ეს უკვე ტრადიციად მექცა. ქუჩაში არც გოზინაყი მაქვს და არაფერი ისეთი, რაც ახალ წელთან ასოცირდება. ვიცი მხოლოდ ის, რომ 12 საათზე სურვილი უნდა ჩავიფიქრო და 10 წელია, ამ სურვილს ვუთქვამ, მაგრამ არ ამიხდა (იცინის).

Rating



სალომე ბაკურაძე (მომღერალი): ჯერ ინტერნეტით ვეძებთ, რა ფორმით შეიძლება დავდგათ ნაძვის ხე სახლში ისე, რომ გალია არ დაგვჭირდეს. ერთი ვერსია ელენემ გვიპოვა, ლაშას შვილმა, სადაც ნაძვის ხე ბოლომდე მორთულია ოღონდ გალიაშია და ისე დგას ოთახში. ჯერ იდეებს ვაყალიბებთ. ალესანდროს საჩუქარი უკვე ვუყიდეთ ლაშას ხელა თოვლის ბაბუა და არა სანტა კლაუსი, რომელიც დენზე იბერება. არ ვიცი, აქედან გამომდინარე, როგორ დაგვეტევა, მაგრამ შევეცდებით. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან გაეხარდება. ნაძვის ხეებს რომ ჩაუარა მაღაზიებთან, დიდად აღფრთოვანება ვერ გამოხატა, ალბათ ჯერ მორთული რომ არ იყო.

Rating

ნინო ჩხეიძე (მომღერალი):
წელს სტუდიაში განსაკუთრებულად დიდი და ლამაზი ნაძვის ხე ავაწყვე. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ მოვემზადები საახალწლოდ, მჯერა,  წელიც ასეთი მექნება. სპეციაულურად „რეიტინგისთვის“ გეტყვით, რომ წელს ახალ წელს საქართველოში არ შევხვდები. ჩემს თავს საჩუქარი უნდა გავუკეთო, ამიტომ პარიზში მივდივარ მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად. რაც შეეხება ტრადიციებს, იმ წელს რა ფერიც არის მოდაში, იმ ფერის სუფრას ვყიდულობ და ის ცხოველი უნდა მყავდეს, რისი წელიც შემოდის. მამლის წელი ჩემი წელი იყო და ძალიან მადლობელი ვარ მამლის. კარგი წელი იყო. იმედია, ეს წელიც კარგი იქნება, თან პატარა ძაღლი მყავს, რომელიც ჩემი მეკვლე იქნება ჩემს სტუდიაში.

Rating

თემო საჯაია (მომღერალი): რამდენიმე წელია, უკვე ახალ წელს ოჯახში ვერ ვხვდები. მოგეხსენებათ კონცერტებია და წელსაც ასე იქნება, სამი კონცერტი მაქვს დაგეგმილი. 1-ელ იანვარს უკვე ოჯახურ გარემოში ვატარებ და ტრადიციული ქართული სუფრით ავღნიშნავ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS