რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო. მისი სარეჟისორო დებიუტი ფილმით „ანოს და ვანოს თავგადასავლით“ დაიწყო. შემდეგ იყო „ქერჩი“ და „ტიფლისი“, თუმცა, მოულოდნელად სერიალი დაიხურა და რეჟისორმა საქართველო დატოვა. მისი გამგზავრება შორეულ ამერიკაში ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან ახალგაზრდა რეჟისორი, მის მიერ შექმნილი პროდუქტით, საკუთარ ქვეყანაში
ზაზა ურუშაძის გენიალური ფილმის "მანდარინების" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი გიორგი გოგიშვილი, რომელიც ფართო აუდიტორიამ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული სახასიათო პერსონაჟის როლით გაიცნო, ამჟამად საზღვრებს მიღმა მუშაობს. გოგიშვილი გადაღებულია ფილმებში: "მეზობლები", "მშრალი ხიდის სიზმრები", "ქუჩის დღეები", "37", "სუსა", თბილისი-თბილისი". არაერთი როლი აქვს შესრულებული მოზარდ მაყურებელთა თეატრში. გიორგი გოგიშვილი ახლა ისრაელში ცხოვრობს, გაჭირვების და მცირე შემოსავლის გამო, მან ემიგრაციაში წასვლა დაახლოებით ერთი წლის წინ გადაწყვიტა. გიორგი გოგიშვილი ისრაელში მტვირთავად მუშაობს და საქართველოში დაბრუნების შემდეგ თეატრსაც დაუბრუნდება.
ყვითელი პრესა მის შესახებ აქტიურად წერდა. მას ჰყავდა უამრავი თაყვანისმცემელი, თინეიჯერები მათი პლაკატებით აჭრელებდნენ ოთახის კედლებს... თუმცა... „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთმა წევრმა, გურამ ლომიძემ ქართულ შოუ-ბიზნესში ყოფნას ამერიკაში მძიმე პირობებში მუშაობა არჩია. ის გაემგზავრა ატლანტაში, სადაც დიდი ხნის მანძილზე პიცის დამტარებლად მუშაობდა. პიცის დამტარებელმა გურამ ლომიძემ, ამერიკაში საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო და ახლა თავს კარგად გრძნობს.
მსახიობმა იუნა შაფათავამ საქართველო სულ ცოტა ხნის წინ დატოვა და ახლა კარიერის აწყობას დიდ ამერიკაში გეგმავს. იუნამ უკვე რამდენიმე წარმატებული რეჟისორის კასტინგშიც მიიღო მონაწილეობა და რა გადაწყდება საბოლოოდ ჯერჯერობით უცნობია. ექსცენტრული და მომაჯადოებელი იუნას მიღმა დგას განათლებული ქალი, რომელმაც განათლება ჯერ უცხო ენების ფაკულტეტზე მიიღო, შემდეგ საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და იურისტის პროფესიებსაც დაეუფლა.
ყველასათვის საყვარელი მსახიობი ცუცა კაპანაძე 11 წელია ემიგრაციაშია. როგორც ცნობილია, ის ამერიკაში მომვლელად მუშაობს, პარალელურად თეატრისა და საკუთარი პროფესიის სიყვარულით ქართული კულტურის ცენტრის წევრია და აქტიურად მონაწილეობს სპექტაკლებში. ცუცამ მთავარი როლი ითამაშა ქეთი ორჯონიკიძის ფილმში "ნანა", რომლის სიუჟეტი ემიგრაციაში მყოფი ქალის ირგვლივ ვითარდება.
მარიამ ელიაშვილი