ასე რომ ვთქვათ, საკმაოდ ტენდენციური ერი ვართ და თუ ეს მოდას შეეხება, მოდით 10-ბალიანი სისტემით შევიფასოთ თავები. მაგალითისთვის ვარცხნილობის ახალი სტილი ავიღოთ, რომელიც გრძელი თმის მოდურად მორგებას გულისხმობს.
რაც ცოტა 90-იანი წლების სტილის შეგრძნებას და თითქოს სახლში უცბად მოხერხებულად შეკვრას გულისხმობს, აი, ხალათში გამოწყობილს რომ გვჩვევია ხოლმე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, ეს ახლა ძალიან მოდურია და
მაგალითად სანამ მასიურად მოდის მიმდევრები ამ ახალ იმიჯს დაეუფლებოდნენ, პირველი, ვინც აღნიშნული ვარცხნილობა საკუთარ თავზე გამოსცადა პირდაპირ პოდიუმიდან, წლების წინ სექსუალური ჟურნალისტი და ტელერადიო წამყვანი, მერსი სულხანიშვილი აღმოჩნდა.
აი ახლა, როცა ასე ტენდენციურია მისი მორგება, ბევრი ცნობილი ადამიანის მეგობარს და ვიზაჟისტს მარი გოშხეთელიანს არ გასჭირვებია.
ამ სტილის გარეშე და, ალბათ თვალიც მიგვეჩვია, მსახიობი ვიკა კალანდია ვერ წარმოგვიდგენია. იგი სხვადასხვა ივენთზე თუ უკვე ტელეწამყვანის ამპლუაშიც ამ ვარცხნილობით ხშირად გვევლინება.
ასევე ლელა კილაძე, რომელიც ამ ახალი სტილის ერთ-ერთი თვალსაჩინო მიმდევარია.
მოკლედ, წლების წინ დამკვიდრებული მოდური ვარცხნილობის ტენდენცია სულ უფრო პოპულარული, მოდური ხდება და მალე დარწმუნებულები ვართ, ბევრ ასეთ მიმდევარს შეამჩნევთ.