სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ ტურისტების მოთხოვნით, ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სოფელ მამათში მისი სახლ-მუზეუმის გახსნას აპირებენ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ ამ ინიციატივას ბატონი ედუარდის ოჯახის წევრებიც დადებითად შეხვდნენ და შესაძლოა, სახლიც და ეზოც მუნიციპალიტეტს გადაეცეთ.
ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის არსებობას მშობლიურ ქვეყანაში ქართველი ცნობილი ადამიანების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.
ანრი ბიბინეიშვილი (მსახიობი): რატო არ უნდა გაიხსნას რატო?!
მელორ ვაჩნაძე (პოლიტიკოსი): მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ცხოვრების გარკვეული პერიოდი ედუარდ შევარდნაძე იყო კლასიკური კომუნისტი და არადემოკრატიულ და ხშირ შემთხვევებში ავტორიტარულ-დიქტატურულ ნაბიჯებს დგამდა, ასევე უამრავი ბოროტება აქვს ჩადენილი თავისი პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზზე, მე მას მაინც ვაღიარებ ძალიან ჭკვიან და დიდ პოლიტიკოსად, ასევე დასაფასებელია მისი ქმედებები აფხაზეთის ომის დროს, როდესაც თავაწეული ჩადიოდა ომის წინა ხაზზე მებრძოლების გასამხნევებლად (არ ფორთხავდა მხდალი სააკაშვილივით) და ზოგადად "დასტოინი", უშიშარი პიროვნება იყო...
ჰიტლერის მუზეუმიც არსებობს, ასევე მუსოლინის და უამრავი პირსისხლიანი დიქტატორის, ვინაიდან ეს თანამედროვე ისტორიაა!!!
რაც შეეხება შევარდნაძეს, ის მართლაც რომ XX საუკუნის საერთაშორისო დონის პოლიტიკოსი იყო, თავისუფლად მოხვდებოდა XX საუკუნის 10 ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსთა შორის და კრიზისულ სიტუაციებში მისი პოლიტიკური სვლები 90-იანი წლების საქართველოსთან მიმართებაში, სახელძღვანელოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული თანამედროვე პოლიტიკოსების მიერ...
მე ვთვლი, რომ კი არ უნდა ვიმსჯელოთ იყოს თუ არა, აუცილებელიცაა, რომ იყოს ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმი!!!
ქეთი დოლიძე (რეჟისორი): რა თქმა უნდა, უნდა იყოს! ამხელა, მსოფლიო მასშტაბის ფიგურა ბევრი გყავთ?!
ლევან ჩიჩუა - TL (მუსიკოსი): ეგრე მაშინ გამოდის სააკაშვილს ძეგლი უნდა დაუდგან მაშინ, დრო გავა ამასაც იზამთ ალბათ.