13 დეკემბერი, 2017
"შევჩერდით ერთ სახელზე... ისეთია, რომ თემოს უხდება" - მაკა ჩიჩუამ ორსულობის შესახებ მესამე თვეში შეიტყო
პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მალე მესამე შვილს, ვაჟს ელოდება. თემოს ძმა 2 თვეში დაიბადება. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სახელი უკვე შეარჩიეს, თუმცა, სიურპრიზად ტოვებენ.

მაკა ჩიჩუამ, რომელიც ამჟამად პროექტ "ნიჭიერის" ჟიურის წევრია, ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა:

- რას ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი, გიყურებთ? თქვენსავით კრიტიკულია შეფასებების დროს?
- ყველას შეფასება საინტერესოა, მით უფრო, გიორგი ჩემი მეუღლეა და ყველაზე მეტად მისი აზრი მაინტერესებს. შეიძლება საზოგადოებას, როგორც პრეზიდენტის აზრი, ისე აინტერესებს, მაგრამ მე მისი, როგორც ჩემი მეუღლის,
აზრი მაინტერესებს.

გიორგი, რომ გითხრათ თავიდან ბოლომდე უყურებს-მეთქი, ასე არაა, რადგან ძალიან იღლება, არ აქვს ამის დრო. ინფორმაციასაც იღებს ინტერნეტის მეშვეობით, მაგრამ მე რასაც ვეუბნები, ნახე, რა საინტერესო ნომერია-მეთქი, ფრაგმენტულად უყურებს, აფასებს და ამბობს, რომ ეს სეზონი გამორჩეულია.

- თქვენზე რას ამბობს?
- მე მოვწონვარ. არ არის ისეთი ტიპი, რომ მაინცდამაინც კომპლიმენტად მითხრას. გიორგის თავისებური სტილი აქვს ურთიერთობის, გულწრფელია, მაგრამ დისტანცია აქვს ყოველთვის ყველასთან. ამიტომ მჯერა, რასაც მეუბნება და ვითვალისწინებ.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS