13 დეკემბერი, 2017
"ჩემი ქმარი ოცნების ასრულებაში დამეხმარა", - ანუკი არეშიძის ინტერვიუ ამერიკულ Forbes-თან
"ჩემი ქმარი ძალიან დამეხმარა, ოცნება ამესრულებინა, ახლა კი ვცდილობ, გამოვიყენო შანსი და სხვა ქალებისთვის და ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთო", - ამის შესახებ კახა კალაძის ცოლმა, ანუკი არეშიძემ ამერიკულ ჟურნალ "Forbes"-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში, არის დედა, შემდეგ ცოლი და სულ ბოლოს - დიზაინერი.

"საქართველოში ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც საკმარისი საჭმელი არ აქვთ. მათ არ აინტერესებთ მოდა, ან - დიდი პოლიტიკა, მათ მხოლოდ საკვები სჭირდებათ ოჯახებისთვის. დამნაშავედ ვიგრძნობ თავს, თუ ფოკუსირებული ვიქნები მხოლოდ
საკუთარ თავზე და დიზაინერობაზე.
ყოველთვის, როცა მაღაზიაში შევდივარ, ვგრძნობ ხალხის სითბოს, მათი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რუსი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა ჩემთვის საქველმოქმედო საქმიანობის ინსპირაციაა", - ამბობს არეშიძე ინტერვიუში.


თბილისის მერის მეუღლე აღნიშნავს, რომ საქართველოში დიზაინერობა ძალიან რთული და რისკიანია, რადგან ქვეყანაში არ არსებობს მაღალი ხარისხის ქსოვილების დამამზადებელი ფაბრიკები და ამიტომ, მათი ჩამოტანა სხვა ქვეყნებიდან უხდებათ. ეს კი, ანუკის თქმით, მათ პროდუქციას ბევრად აძვირებს.

"ქართველებს აქვთ საყვარელი ფერი - შავი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გემოვნება და სტილის შეგრძნება. ქართველების გამორჩევა ყოველთვის მარტივად შემიძლია ნებისმიერი სხვა ქვეყნის ქალაქების მოედნებსა თუ აეროპორტებში", - აღნიშნავს დიზაინერი. 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS