ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე გარდაცვლილი იპოვეს
ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დღეს მოხდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.
როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თინა ქარსელაძე 35 წლის იყო.