12 დეკემბერი, 2017
როგორ იმოსებიან "ნიჭიერის" მანდილოსნები (გამოკითხვა, ფოტოები)
პროექტ „ნიჭიერის“ მე-8 სეზონთან დაკავშირებით ბევრი ითქვა თუ დაიწერა და ახალს ჩვენც არაფერს გეტყვით. ყველაფრის მიუხედავად, ფაქტია, რომ პროექტი აქტუალურია და გადავწყვიტეთ,  შოუ სხვა რაკურსით დაგანახოთ. ცოტა მოდის ექსპერტების როლი მოვირგოთ, „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი და წამყვანი ქალბატონების ლუქები განვიხილოთ.

Rating

ჟიურის შემადგენლობის მთავარი ქალბატონები, როგორც იცით,  მსახიობი რუსკა მაყაშვილი და საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩაჩუა გახლავთ. პროექტის ახალი სეზონი ორი ორსული ქალბატონით დაიწყო, რაც შოუს კიდევ უფრო მეტ მგრძნობელობას მატებდა. შესაბამისად ორივე მათგანი, რა გასაკვირია, რომ
შესარჩევი კასტინგის პერიოდში საორსულო სტილის სამოს არჩევდნენ. თუმცა, მოდით აქცენტები შოუს ლაივებზე შევაჩეროთ. ახლად გამომცხვარმა დედამ რუსკა მაყაშვილმა პირველი გადაცემისთვის სადა შავი ფერის კოქტეილის სტილის კაბა ამჯობინა. ხოლო მეორე ნახევარ ფინალზე ყვავილებიანი პრინტის outfit-ით გამოგვეცხადა. ლუქი თითქოს დოლჩე გაბანას სტილს მოგაგონებდათ. მსახიობს თავისი სილაღით და ჩაცმის სტილით შოუში განწყობა შემოაქვს.
Rating

აი, პირველ ლედის მაკა ჩიჩუას რაც შეეხება,  მისი სტილი ყოველთვის გამორჩეული და დახვეწილია. ამაზე ჩვენი მოდის ექსპერტებიც დაგვემოწმებიან. პირველ ლაივზე მაკა ჩიჩუამ წითელი ფერის გრძელი ფრიალა კაბა მოირგო, მთვარის და მზის ნაქარგის კომბინაციით. უნდა აღინიშნოს, რომ მაკა აღნიშნულ ფერს ხშირად იხდენს და ალბათ ეს მისი საყვარელი ფერია. ხოლო მეორე ლაივზე ოქროსფერი მბზინავი კაბით გამოგვეცხადა. როგორც იცით, მაკა ჩიჩუა უპირატესობას ქართველ დიზაინერებს ანიჭებს და მათ ხშირადაც მიმართავს. მისი საყვარელი დიზაინერია დათუნა სულიკაშვილი. ისინი ყოველთვის საერთო გადაწყვეტილებით არჩევენ ლუქს, რომელსაც დადებითი შეფასება მოჰყვება.

Rating

წლევანდელი „ნიჭიერის“ წამყვანებს შორის შორენა ბეგაშვილი მოგვევლინა. თუ ამ დრომდე ქართველები მნიშვნელოვან ღონისძიებებზე წასასვლელად მსოფლიო სელებრითების ჩაცმულობას აკვირდებოდნენ და ცდილობდნენ, მათი მსგავსი სამოსი შეეკერათ. შეიძლება ითქვას, რომ შორენამ მოახერხა საქართველოში ბევრი მიმდევარი ჰყოლოდა და არაერთი გოგონას ნდობა მოეპოვებინა. მსახიობი, რომელიც მის ჩაცმულობაში თამამ ნაბიჯებს არ ერიდება და პირველ ლაივზე სექსუალური, თეთრი ფერის კაბით შეეცადა კიდევ ერთხელ მამაკაცების გულის დაპყრობას. ხოლო მეორე ნახევარფინალზე შავი ფერის „ზომიერად“ სექსუალური დახვეწილი ლუქით გამოჩნდა.

Rating
წინ კიდევ რამდენიმე ლაივი გველოდება, თავბრუდამხვევი ნომრების და შოუს ელემენტების გარდა, არც პროექტის მთავარი ქალაბტონები მოგვაკლებენ სანახაობას თავიანთი ჩაცმულობით.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ir ine
1. პირველი ლედი, 2.რუსკა,3.შორენა,ეს რაც შეეხება ჩაცმულობას,არ ვიცი,შეიძლება ცუდი ფოტოა,მაგრამ შორენა სახეზეც არ მომეწონა.
20:02 / 17-12-2017
გამოხმაურება / 0 /
მარა
სამივე ადამიანი ძალიან მიყვარს, ძალიან ლამაზები და დადებითი ქალბატონები არიან.
21:46 / 13-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS