ჟიურის შემადგენლობის მთავარი ქალბატონები, როგორც იცით, მსახიობი რუსკა მაყაშვილი და საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩაჩუა გახლავთ. პროექტის ახალი სეზონი ორი ორსული ქალბატონით დაიწყო, რაც შოუს კიდევ უფრო მეტ მგრძნობელობას მატებდა. შესაბამისად ორივე მათგანი, რა გასაკვირია, რომ
აი, პირველ ლედის მაკა ჩიჩუას რაც შეეხება, მისი სტილი ყოველთვის გამორჩეული და დახვეწილია. ამაზე ჩვენი მოდის ექსპერტებიც დაგვემოწმებიან. პირველ ლაივზე მაკა ჩიჩუამ წითელი ფერის გრძელი ფრიალა კაბა მოირგო, მთვარის და მზის ნაქარგის კომბინაციით. უნდა აღინიშნოს, რომ მაკა აღნიშნულ ფერს ხშირად იხდენს და ალბათ ეს მისი საყვარელი ფერია. ხოლო მეორე ლაივზე ოქროსფერი მბზინავი კაბით გამოგვეცხადა. როგორც იცით, მაკა ჩიჩუა უპირატესობას ქართველ დიზაინერებს ანიჭებს და მათ ხშირადაც მიმართავს. მისი საყვარელი დიზაინერია დათუნა სულიკაშვილი. ისინი ყოველთვის საერთო გადაწყვეტილებით არჩევენ ლუქს, რომელსაც დადებითი შეფასება მოჰყვება.
წლევანდელი „ნიჭიერის“ წამყვანებს შორის შორენა ბეგაშვილი მოგვევლინა. თუ ამ დრომდე ქართველები მნიშვნელოვან ღონისძიებებზე წასასვლელად მსოფლიო სელებრითების ჩაცმულობას აკვირდებოდნენ და ცდილობდნენ, მათი მსგავსი სამოსი შეეკერათ. შეიძლება ითქვას, რომ შორენამ მოახერხა საქართველოში ბევრი მიმდევარი ჰყოლოდა და არაერთი გოგონას ნდობა მოეპოვებინა. მსახიობი, რომელიც მის ჩაცმულობაში თამამ ნაბიჯებს არ ერიდება და პირველ ლაივზე სექსუალური, თეთრი ფერის კაბით შეეცადა კიდევ ერთხელ მამაკაცების გულის დაპყრობას. ხოლო მეორე ნახევარფინალზე შავი ფერის „ზომიერად“ სექსუალური დახვეწილი ლუქით გამოჩნდა.
წინ კიდევ რამდენიმე ლაივი გველოდება, თავბრუდამხვევი ნომრების და შოუს ელემენტების გარდა, არც პროექტის მთავარი ქალაბტონები მოგვაკლებენ სანახაობას თავიანთი ჩაცმულობით.