12 დეკემბერი, 2017
ტოპ 11 ცნობილი ადამიანის პოპულარული შვილი

 

ყველას აინტერესებს ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალები, შესაბამისად სელებრითების შვილებიც ყოველთვის ყურადღების ქვეშ ექცევიან. იყო მათი ოჯახის წევრი, ეს უკვე სტატუსია. ჩვენ დღეს გაგაცნობთ ცნობილი ქართველი სელებრითების უსაყვარლეს შვილებს, რომლებიც მშობლებს პოპულარობით არ ჩამოუვარდებიან.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრს ირაკლი ნოზაძეს მეტსახელით პიკასოთი იცნობენ. ირაკლის მესამე ქორწინებიდან ჰყავს პატარა ნია, რომელიც ნამდვილი ინტერნეტ-ვარსკვლავია.

Rating


ნინი ზარქუა თბილისში ერთ-ერთ გემოვნებიან და გამორჩეული სტილის მქონე ქალბატონად მიიჩნევა. არ ეტყობა, მაგრამ ნინი სამი შვილის დედაა. ნინი ზარქუას და ალექსანდრე ამისულაშვილის შვილები,
ანანო და საბა
ულამაზესი ბავშვები არიან. ისინი ნებისმიერ რეკლამას დაამშვენებდნენ.

Rating

ანასტასია ხაჩიძე უკვე შემდგარი ვარსკვლავია. მისი ოჯახის ყველა წევრი პოპულარულია, თუმცა, ანასტასიამ ცნობადობით ყველას გაასწრო. ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილი სიმღერის გარდა არაერთი ნიჭით არის დაჯილდოვებული.


Rating
ანუკა არეშიძე და კახა კალაძე მრავალშვილიანი მშობლები არიან. მათ სამი ვაჟი ჰყავთ. ლევანიკო, კახი ჯუნიორი და ვაჩე. კახის და ანუკის უფროსი ვაჟი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ის მამასთან ერთად ხშირად ჩნდება.

Rating

ცნობილ ტელეწამყვანს თამუნა მუსერიძეს ჰყავს 7 წლის სანდრო მაკალათია, რომლის მამაც ჯგუფი „გუფილენდის“ დრამერი გუფი გახლავთ. სანდროს მუსიკალური ნიჭი მამისგან გამოჰყვა, ის დრამზე და პიანინოზე უკრავს.

Rating
ნანუკა ჟორჟოლიანის ვაჟს, საბა კოდუას თითქმის ყველა იცნობს. საბა ყველგან დედასთან ერთად დადის, ის არც ინტერვიუებზე ამბობს უარს.
Rating

ფეხბურთელ ლევან მჭედლიძის მიმართ საზოგადოების ინტერესი დღითიდღე უფრო იზრდება. მას ორი შვილი ჰყავს, თუმცა, მისი ვაჟი, პატარა გიო სოციალურ ქსელში დიდი სიმპატიით სარგებლობს.
Rating

ნატალი ჯოგლიძე ინსტაგრამზე დიდი მოწონებით სარგებლობს. ის ჯერ მხოლოდ 3 წლისაა, თუმცა, საკუთარი გარეგნობის გამო, არაერთი რეჟისორის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ნატალი ქართველი მორაგბის ბაჩი ჯოგლიძის შვილია.
Rating
ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი, რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა, მისი მეუღლე უმშვენიერესი გვანცა ნიშნიაძეა. წყვილს ჰყავს სამი წლის ქალიშვილი, რომელიც ინტერნეტ-ვარსკვლავია.

Rating

გიო ჩიქოვანი მოდელ ანუკი ქორქიას და პროდუსერ კახა ჩიქოვანის ვაჟია. ის ჯერ მხოლოდ 4 წლისაა. ანუკი მთელ თავის დროს პატარას აღზრდას უთმობს. 

Rating

ელენე ყიფიანი პიარ-მენეჯერ ნინი დედალამაზიშვილის ქალიშვილია. ელენეს უყვარს სიმღერა და თანამედროვე და ძველი საბავშვო სიმღერები ზეპირად იცის. აშკარაა, რომ ეს ფაქტი ბებიის, მუსიკოს ციცი ფალავანდიშვილის დამსახურებაა. თუმცა, მუსიკის ნიჭი მამისგან, კოტიკო ყიფიანისგანაც გამოჰყვა. 
Rating

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ჰეჰე
ერთადერთი ცნობილი აქედან კალაძეა-სხვები ვის აინტერესებს, რა ტოპ 11-იო... ამ წერილის ავტორი სხვა რეალობაში ცხოვრობს?
13:05 / 22-01-2018
გამოხმაურება / 0 /
99
ნეტავი თქვენ? კარგად გაღაჟღაჟებთ...
20:10 / 12-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS