ყველას აინტერესებს ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალები, შესაბამისად სელებრითების შვილებიც ყოველთვის ყურადღების ქვეშ ექცევიან. იყო მათი ოჯახის წევრი, ეს უკვე სტატუსია. ჩვენ დღეს გაგაცნობთ ცნობილი ქართველი სელებრითების უსაყვარლეს შვილებს, რომლებიც მშობლებს პოპულარობით არ ჩამოუვარდებიან.
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრს ირაკლი ნოზაძეს მეტსახელით პიკასოთი იცნობენ. ირაკლის მესამე ქორწინებიდან ჰყავს პატარა ნია, რომელიც ნამდვილი ინტერნეტ-ვარსკვლავია.
ნინი ზარქუა თბილისში ერთ-ერთ გემოვნებიან და გამორჩეული სტილის მქონე ქალბატონად მიიჩნევა. არ ეტყობა, მაგრამ ნინი სამი შვილის დედაა. ნინი ზარქუას და ალექსანდრე ამისულაშვილის შვილები,
ანასტასია ხაჩიძე უკვე შემდგარი ვარსკვლავია. მისი ოჯახის ყველა წევრი პოპულარულია, თუმცა, ანასტასიამ ცნობადობით ყველას გაასწრო. ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილი სიმღერის გარდა არაერთი ნიჭით არის დაჯილდოვებული.
ანუკა არეშიძე და კახა კალაძე მრავალშვილიანი მშობლები არიან. მათ სამი ვაჟი ჰყავთ. ლევანიკო, კახი ჯუნიორი და ვაჩე. კახის და ანუკის უფროსი ვაჟი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ის მამასთან ერთად ხშირად ჩნდება.
ცნობილ ტელეწამყვანს თამუნა მუსერიძეს ჰყავს 7 წლის სანდრო მაკალათია, რომლის მამაც ჯგუფი „გუფილენდის“ დრამერი გუფი გახლავთ. სანდროს მუსიკალური ნიჭი მამისგან გამოჰყვა, ის დრამზე და პიანინოზე უკრავს.
ნანუკა ჟორჟოლიანის ვაჟს, საბა კოდუას თითქმის ყველა იცნობს. საბა ყველგან დედასთან ერთად დადის, ის არც ინტერვიუებზე ამბობს უარს.
ფეხბურთელ ლევან მჭედლიძის მიმართ საზოგადოების ინტერესი დღითიდღე უფრო იზრდება. მას ორი შვილი ჰყავს, თუმცა, მისი ვაჟი, პატარა გიო სოციალურ ქსელში დიდი სიმპატიით სარგებლობს.
ნატალი ჯოგლიძე ინსტაგრამზე დიდი მოწონებით სარგებლობს. ის ჯერ მხოლოდ 3 წლისაა, თუმცა, საკუთარი გარეგნობის გამო, არაერთი რეჟისორის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ნატალი ქართველი მორაგბის ბაჩი ჯოგლიძის შვილია.
ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი, რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა, მისი მეუღლე უმშვენიერესი გვანცა ნიშნიაძეა. წყვილს ჰყავს სამი წლის ქალიშვილი, რომელიც ინტერნეტ-ვარსკვლავია.
გიო ჩიქოვანი მოდელ ანუკი ქორქიას და პროდუსერ კახა ჩიქოვანის ვაჟია. ის ჯერ მხოლოდ 4 წლისაა. ანუკი მთელ თავის დროს პატარას აღზრდას უთმობს.
ელენე ყიფიანი პიარ-მენეჯერ ნინი დედალამაზიშვილის ქალიშვილია. ელენეს უყვარს სიმღერა და თანამედროვე და ძველი საბავშვო სიმღერები ზეპირად იცის. აშკარაა, რომ ეს ფაქტი ბებიის, მუსიკოს ციცი ფალავანდიშვილის დამსახურებაა. თუმცა, მუსიკის ნიჭი მამისგან, კოტიკო ყიფიანისგანაც გამოჰყვა.