10 დეკემბერი, 2017
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებზე ვაბოდებდი" - მიშა ცაგარელი მშობლებზე, შვილებზე, ოჯახურ იდილიაზე...
"ვითვალისწინებდი შვილების ფსქოტიპს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და იმ დროს ვარჩევდი, რომელიც ამა თუ იმ საქმისთვის უფრო სასიკეთო პერიოდი იყო... როცა ჩვენ შორის ჰარმონიული დამოკიდებულების ალბათობა ყველაზე მაღალი იყო! ეს ტენდენციები ძალიან მეხმარებოდა ურთიერთობებში...", - ამბობს ცნობილი ასტროლოგი მიშა ცაგარელი... იგი გვესაუბრა, როგორ მოახერხა, რომ შვილებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონოდა და თუ როგორია ძაღლის წელი მომავალი დედებისთვის...

- ზოდიაქოს მიხედვით კურო ვარ და ოჯახურ იდილიას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩემი ურთიერთობა საკმაოდ კარგი იყო არა მხოლოდ მშობლებთან,
არამედ ბებიებთან და ბაბუებთანაც.


ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებდა და ამიტომაც ბავშვობის გახსენება ძალიან მიყვარს. სკოლამდე ბებია-ბაბუასთან ვცხოვრობდით სოხუმში, სადაც ორსართულიანი, უზარმაზარი სახლი გვქონდა და ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იქ გავატარე. უამრავი ბავშვი იყო, ათასი საინტერესო რამ ხდებოდა და ძალიან მრავალფეროვანი იყო ჩვენი ყოველდღიურობა. საახალწლო ფერია მახსოვს ძალიან საინტერესო, გრანდიოზული ნაძვის ხეც გვედგა, აგიზგიზებული ბუხარი სახლში და უამრავი კარგი რამ მაქვს გასახსენებელი...

შემდეგ იყო მშობლებთან ცხოვრება თბილისში და სკოლის პერიოდი. აქაც ძირითადად სულ კარგი მახსენდება, მითუმეტეს როცა საუბარია მშობლებთან ურთიერთობაზე. რაღაც პრობლემები ყველგან და ყოველთვის არის, მაგრამ კარგი უფრო მეტი იყო! შემდეგ მე თვითონ გავხდი შვილების პატრონი...

- როგორ გახსენდებათ დღეს ის ემოცია, როდესაც მამა გახდით?

- ამ დროს ძალიან ბევრი ემოცია ტრიალებს ერთად, რადგან ტვინში გარკვეული მიკრორევოლუცია უნდა მოხდეს. სხვა ფუნქციები და პასუხისმგებლობა გეკისრება. ძველებურად ვეღარ იცხოვრებ. ფუნდამენტური ცვლილებები ხდება შენს ცხოვრებაში, რაც შენს წეს-ჩვეულებებს მთლიანად შეცვლის... ეს ყველაფერი გავალდებულებს ხასიათშიც რაღაც შტრიხები შეცვალო. რაღაც უნდა დათმო, ზოგი რამ უფრო წინა პლანზე უნდა წამოწიო, ზოგიც პირიქით და გარკვეული შინაგანი გარდატეხაა, რაც ადვილი არ არის... თუმცა, წარმოუდგენლად დიდია დადებითი მოვლენებიც... ბავშვთან კონტაქტს ხომ არაფერი შეედრება! ბავშვის ენერგია უსუფთავესია! ყველა მისი საწყისი აზრი, ემოცია, გრძნობ, რომ ეს არის ძალიან წმინდა და იმ აურაში ყოფნას არაფერი სჯობს! მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვიღლებოდი და ძალიან დიდი ენერგია მიჰქონდათ, ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობდი თავს... არაერთი ღამის გათენება მომიხდა, ძალიან რთული იყო, მაგრამ დადებითი ენერგიის კუთხით ძალიან კარგი... ყოველთვის ითვლებოდა, რომ კარგი პედაგოგი ვარ და შვილებთანაც მიმართებაში ვეცადე ეს გამომემჟღავნებინა...

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS