09 დეკემბერი, 2017
"გულნატკენი წავიდა ამ ქვეყნიდან...." - დიმა ჯაიანი თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა
ცნობილი მსახიობი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო წლებში ჯაიანი აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრი იყო, ამ თანამდებობაზე ის 2013 წელს დაინიშნა. ასევე გახლდათ სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი.

გარდაცვალების მიზეზი მძიმე დაავადება გახდა. მას ცოტა ხნის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში იმყოფებოდა, თუმცა, ოპერაციამდე გარდაიცვალა.

AMBEBI.GE დიმა ჯაიანის მეგობარს, მსახიობ ქეთი დოლიძეს დაუკავშირდა.

- დიმა იყო კარგი ადამიანი, ჩვენ ორმოცწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. იშვიათია ჩვენს პროფესიაში ერთგული ადამიანი და კაცობა, დიმა სწორედ ასეთი
იყო, ის იყო თავისი ქვეყნის ერთგული კაცი. 


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
დავითი
მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ბატონ დიმას პირადად იცნობდნენ და ყველას ძალიან უყვარდა. კარგის მეტი არაფერი გამიგია, თვითნაც რომ იტყოდა რამეს ეტყობოდა რომ იყო კაცი ემოციური და მართალი. აცხონოს ღმერთმა, კაცური კაცი რასაც ქვია ის იყო
13:02 / 11-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS