პირველი ლედის დახვეწილი ლუქები არაერთხელ აღმოჩნდა განსაკუთრებული ყურადღების ობიექტივში და ასე მოხდა ამჯერად, როცა ის, "ნიჭიერის" ლაივ-შოუზე, საზოგადოების წინაშე ოქროსფერი კაბით წარსდგა.
პირველი ლედი თებერვალში მესამე შვილს ელოდება. ცნობილია, რომ პატარა ბიჭია.
მაკა ჩიჩუას უკვე მოზრდილი მუცელი აქვს, თუმცა, ეს სულაც არ უშლის ხელს, აქტიურ მუშაობაში და არც მოხდენილი სამოსის მორგება უჭირს.