07 დეკემბერი, 2017
"5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი" - რას ამბობს გარდაცვლილი მსაჯის მეუღლე
ფეხბურთის მსაჯის, ილო ტუღუშის ოჯახი აცხადებს, რომ ის მოკლეს. როგორც ტუღუშის მეუღლემ, ეკა ტუღუშმა განაცხადა, მისი მეუღლის გარდაცვალება, სავარაუდოდ, რაღაც თანხას უკავშირდება.

"გიორგი ბინალიშვილი, ირაკლი ბახტაძე, ჯემალ ჩხაიძე იყვნენ. ფეხბურთში არიან გარეული. აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე იყო საუბარი. ეძებდნენ ჩემს ქმარს, არ ვიცი, რა მოხდა. თანამდებობა უნდოდათ და ვერ დასვა ჩემმა ქმარმა. 5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი. მე არ დავინდობ, ყველას ამოვალპობ", - განაცხადა ეკა ტუღუშმა.

გარდაცვლილის დედის, მანანა ტუღუშის განცხადებით, მასთან ფედერაციიდან იყვნენ
მისული.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS