არჩევიდან პირველივე წლებში, სხვადასხვა კონცერტზე ხან ნინო სუხიშვილის, ხანაც სოფო ხალვაშის ხელში ატაცებით სააკაშვილმა მექალთანის იმიჯის შექმნას თავადვე დაუდო დასაბამი. წლებია, ქართულ საზოგადოებას სრულიად გაუგონარი და ზოგჯერ დაუჯერებელი ამბები ესმის მიხეილ სააკაშვილის ქალების მიმართ გამოჩენილი ზედმეტი "გემო-ვნების" შესახებ. იმ ისტორიებში, რასაც ჟურნალისტები ყველაზე ხშირად ვისმენთ ამა თუ იმ წყაროდან, ბევრი ცნობილი ქალბატონის გვარ-სახელი იკვეთება. ამ ამბების გადამოწმება მათთან შეუძლებელია, რადგან პრეზიდენტის სიმპათიებს შორის ისეთი ქალბატონები
ასე რომ, მივყვეთ თანმიმდევრულად, თუმცა, აქვე დავძენთ, რომ ჩვენს რუბრიკას "ჭორი და მართალი" ჰქვია, შესაბამისად, დაზუსტებული ინფორმაცია პრეზიდენტის სასიყვარულო ამბებისა და ვნებების შესახებ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ანონიმური წყაროები, რომლებიც შესაშური ენაწყლიანობით ჰყვებიან ამა თუ იმ კერძო შემთხვევის შესახებ.
2003 წელს, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თანამებრძოლებთან ერთად ქვეყნის სათავეში მოსასვლელად იბრძოდა, როგორც ამბობენ, რევოლუციური მისვლა-მოსვლიდან თავისუფალ დროს ხშირად სტუმრობდა ძველ სიყვარულს, ია ფარულავას.
ხშირად გვსმენია იმის შესახებ, რომ მიშას ია ჯერ კიდევ მაშინ მოსწონდა, როდესაც თანაკლასელები იყვნენ, თუმცა, ფარულავა მის გრძნობას გულგრილობით პასუხობდა. ია ფარულავას გული მომავალმა პრეზიდენტმა ვერა და ვერ მოინადირა, სამაგიეროდ, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ძალიან დაუახლოვდა. როგორც აღნიშნავენ, მოგვიანებით, როდესაც იას გვერდით ბიზნესმენი ფადი ასლი აღმოჩნდა, ამ უკანასკნელს მსახიობი ბევრ საჭირო საქმეს უგვარებდა ძველი ნაცნობობის წყალობით. დავუბრუნდეთ ისევ 2003 წლის ნოემბერს. რევოლუციონერი სააკაშვილი ბევრჯერ შეუნიშნავთ იმ პერიოდში ია ფარულავას სახლთან, თუმცა, უცნობია, რისთვის სტუმრობდა თანაკლასელსა და ძველ მეგობარს, იქნებ, გარკვეულ რჩევებს ეკითხებოდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით?!
საგულისხმოა ის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ იმ დროს მიშა უკვე დაქორწინებული გახლდათ ჰოლანდიელ სანდრა რულოვსზე და პატარაც ჰყავდა, ედუარდი. როგორც ამბობენ, შვილს ეს სახელი მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის პატივსაცემად დაარქვა, თუმცა, კი ამას შემდეგ წლებში არ აღიარებდა და დაჟინებით აცხადებდა, რომ შვილს სახელი ჰოლანდიელი სიმამრის პატივსაცემად შეურჩია. "მოქალაქეთა კავშირის" "გრიმიტობის" დროს ედუარდის დარქმევა ბავშვისთვის პოლიტიკურად მომგებიანი ნაბიჯი იყო, ვარდების რევოლუციის შემდეგ კი, როდესაც საქართველოს "ახალი ისტორიის ათვლა" დაიწყო, გოიმობა.
სანდრასთან დაკავშირებით ამ წლებში ასევე ბევრი ჭორი ვრცელდებოდა. სანამ პატარა ნიკოლოზი გაჩნდებოდა, როგორც ამბობენ, პრეზიდენტის მეუღლემ, რომელიც ქმრის განუწყვეტელ ღალატს ვერ უძლებდა, ბევრჯერ სცადა მასთან დაშორება და საქართველოდან რამდენჯერმე გაიქცა. მასთან ურთიერთობის "დალაგება" პრეზიდენტსა და მის გარემოცვას გიგი წერეთლისთვის ჰქონდა დავალებული. გავრცელებული ხმების თანახმად, სწორედ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აწარმოებდა მოლაპარაკებებს პირველ ლედისთან და მას დასაბრუნებლად, როგორც ჩანს, მტკიცე არგუმენტებსაც წარუდგენდა. საბოლოოდ, სანდრა ბედს დამორჩილდა და საქართველოში დაბრუნდა, შემდეგ კი პატარა ნიკოლოზიც მოევლინა ქვეყანას.
თუმცა, პრეზიდენტის სიმპათიებზე და ფავორიტებზე საუბარი ამით არ დასრულებულა. ბევრს ლაპარაკობდნენ ერთი საინტერესო შემთხვევის შესახებ - პრეზიდენტის ვიზაჟისტი, ქალბატონი, რომლის სახელსაც მხოლოდ იმის გამო არ ვასახელებთ, რომ დღეს ის გათხოვილია, დიდხანს მიიჩნეოდა პრეზიდენტის ერთ-ერთ დიდ სიმპათიად. მისი დღევანდელი მეუღლე, როგორც ბოროტი ხმები ღაღადებენ, ოფიციალურად მისი მეხუთე ქმარია, თუმცა, ეს ბევრმა არ იცის. ეს გახლავთ ქალაქის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, რომელიც დღესაც თანამდებობაზეა. გავრცელებული ხმებით, სწორედ ამ ქალბატონის გამო აპირებდა პრეზიდენტი სანდრა რულოვსის მიტოვებას და სწორედ მის გამო დატოვა საქართველო რულოვსმა, რომელიც იმ პირობით დაუბრუნდა ოჯახს, თუკი იმ ქალის ხსენებაც კი არ იქნებოდა. მართლაც, მცირე ხანში პრეზიდენტის ყოფილი ფავორიტი გათხოვდა, მის ქორწილს მიშა სააკაშვილიც ესწრებოდა, შემდეგ, ასევე მცირე ხანში გამოთხოვდა და შემდეგ ზემოხსენებული მაღალჩინოსნის ცოლი გახდა.
განაგრძეთ კითხვა: