07 იანვარი, 2014
გია სურამელაშვილი წინასაახალწლოდ საავადმყოფოში მოხვედრას გადაურჩა
არც ვიცი, რატომ აგორდა ეს ჭორები. არც ის და არც სოფო არასდროს დამიწუნია. ნუგოს ცხოვრებაში არ ჩავრეულვარ მომღერალი გია სურამელაშვილი ახალ წელს ახალი მანქანით ხვდება. ეპატაჟურმა მომღერალმა საჩუქარი საკუთარ თავს თავად გაუკეთა. დაასაჩუქრა რძალიც - ბეჭდითა და საყურეებით. მამამთილზე უზომოდ შეყვარებული სოფო ინტერვიუზე პატარა ლიკასთან ერთად მოვიდა. როგორი ბაბუაა გია, რატომ ეძახის სოფო ''მამას'' და როგორ შეხვდა გია სურამელაშვილი შვილიან სარძლოს, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- გია, რამდენჯერმე გადაიდო ჩვენი ინტერვიუ, გადასხმებს ვიკეთებო, მითხარი, როგორ ხარ?
- განგაში ატყდა მოულოდნელად. ღვიძლის პრობლემები მქონდა, ექიმები რამდენიმე დღით საავადმყოფოში დარჩენასაც კი მირჩევდნენ, მაგრამ უარი ვთქვი. ათი დღეა ვმკურნალობ. არ იყო კარგი ანალიზები, მაგრამ ექიმები დროულად ჩაერივნენ.
- რა აგიკრძალეს ექიმებმა?
- რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, ჩემი შეყვარებული - ალკოჰოლი. ვემორჩილები, სხვა გზა არ მაქვს, გიჟი ხომ არ ვარ? არც პატარა ბავშვი, რომ ვერ ვხვდებოდე, ჩემთვის მეუბნებიან.
- დღესასწაულზე განსაკუთრებით გაგიჭირდება უარის თქმა... ახერხებ, შვილსა და რძალთან ერთად ახალი წლის შეხვედრას?
- ჯერ ასეთი ახალი წელი არ ყოფილა, სულ კონცერტები მაქვს ხოლმე, მაგრამ წელს ვცდილობ, ტრადიციას ჩავუყარო საფუძველი და 1-ელ იანვარს ან 2-ში, ბედობა დღეს ვესტუმრო შვილის ოჯახს.
სოფო:
- მე ბედობას მირჩევნია, რომ დამებედო (იცინიან).
- სოფო, როგორი მამამთილია გია?
- შოკი (იცინიან). ძალიან კარგია, მართლა. ყოველთვის მაქვს გიას იმედი. სულ ჩემს მხარეს არის.
- როცა ცოლ-ქმარი კამათობთ?
გია:
- სოფო ყოველთვის მართალია და იმის მხარე როგორ დავიჭირო?! სოფოსაც და მეც ნუგოსთვის კარგი გვინდა. სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი.
- ძირითადად რაზე კამათობენ?
- ცოლქმრული წვრილმანებია, მე არც ვერევი. ალბათ, უფრო სასმელზე. დავიმსგავსე, ჩემსავით უყვარს სმა. ორივეს გვინდა, ნუგო ოჯახის ბიჭი იყოს. ისე, არავინ არაფერს უკრძალავს, ვერც აუკრძალავ, რომ გინდოდეს, ისეთია.
- შენ გგავს?
- არა, ნუგო ბულკია. გადასარევი ხასიათი აქვს, ღმერთმა დაიფაროს, მე მგავდეს. მე ვარ ''სტერვუხა'', საშინელება.
სოფო:
- იტყუება, მსგავსი ხასიათი ჩვენთან არ გამოუვლენია. გაბრაზებული გია არ მინახავს, ძალიან მოსიყვარულეა.
- ატირებული გინახავს?
- კი, ერთხელ ნასვამი იყო, ლიკუნას ეფერებოდა და დედა გაახსენდა. ლიკას ხომ მისი სახელი ჰქვია.
გია:
- დედაჩემს ძალიან უყვარდა ნუგო და მის შვილს რომ ვერ მოესწრო, ყოველთვის ტკივილით მახსენდება... რაც ნუგომ ცოლი მოიყვანა, მშვიდად ვარ, მიხარია, რომ ასე უყვართ ერთმანეთი...
- სოფო, მანამდე ოჯახი გქონდა?
- კი, 6 წლის ბიჭი მყავს.
- ამ ამბავს გია როგორ შეხვდა?
- გია ძალიან თანამედროვე მამამთილია.
- ადრე რომ წერდნენ, გია შვილიან რძალზე უარს ამბობსო, ჭორი იყო?
გია:
- ის სხვა გოგო იყო, საერთოდ არც მყავდა ნანახი. არც ვიცი, რატომ აგორდა ეს ჭორები. არც ის და არც სოფო არასდროს დამიწუნია. ნუგოს ცხოვრებაში არ ჩავრეულვარ.
- როგორ გაგაცნო შვილმა მომავალი სარძლო?
- სოფოს ნუგომდე ვიცნობდი. ჩემი ფანი იყო. აქეთ გაიცნო ჩემგან (იცინიან), სულ ჩემს კონცერტებზე მოდიოდა, ყოველთვის მგულშემატკივრობდა, ჩემი სიმღერები უყვარს.
- სოფო, ყველა ინტერვიუში ვეკითხები გიას, რძალს რა აჩუქე-მეთქი და სულ მპირდება, აი, ახლა ვაჩუქებ, აი, ახლაო.
- სულ ვეჩხუბები, რატომ არ ამბობ, საჩუქრებს რომ მიკეთებ-მეთქი. არ ვიცი, რატომ არ ამბობს. ბეჭედიც მაჩუქა და საყურეც.
- გია, როგორი მზარეულია სოფო, რით გიმასპინძლდება?
- მე სულ შუაღამეს მივდივარ, ღამურასავით. დავადგები და ვაღვიძებ ხოლმე. კარგ სალათებს ამზადებს.
- შენ ხომ ხინკალი გიყვარს?
სოფო:

- ჩემი გაკეთებული არ უჭამია ჯერ.
გია:
- იცი გაკეთება? თუ გაპატიო (იცინიან).
სოფო:
- ნუგოს რომ შეხედავ, ხომ ეტყობა, როგორი მზარეული ვარ. 55 კილოგრამი იყო, ცოლად რომ გავყევი და 104 კილოგრამია ახლა... საახალწლო სუფრას მე ვშლი, ნუგო მეხმარება ყველაფერში, გიას ჰგავს, გია ძალიან კარგი კულინარია. არაჩვეულებრივი საცივის მომზადება იცის.
- გოზინაყის გაკეთებაც ხომ არ იცი?
- არა, ტკბილეული არ მიყვარს. რაც მიყვარს, იმას ვაკეთებ.
- სოფო, გია როგორი ბაბუაა?
- ძალიან კარგი. ლიკას უყვარს, ცნობს უკვე, რომ მოდის. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მოდის, როცა ყველას სძინავს, ლიკა თითქოს გრძნობს და გიას მოსვლის დროს იღვიძებს. მეც ყოველთვის ველოდები, ძალიან მიყვარს გია. მისი სიმღერები მომწონს, მიყვარს, როგორც ადამიანი. გია მამა უფროა ჩემთვის, ვიდრე მამამთილი. მოზომილი ურთიერთობა არ გვაქვს. არ ვაკონტროლებ სიტყვებს, რა ვთქვა მასთან და რა - არა. ნუგოს ძალიან უყვარს მამამისი და სულ ეჭვიანობს, დღეს შენ დაგირეკა და მე - არა, შენ გწერს და მე რატომ არ მწერსო (იცინის).
- გია, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ''გან-გნამ სტაილი'' შეასრულე...
- ჰო, ეს სიურპრიზი იყო. ნინი ბადურაშვილი და რუსა მორჩილაძე მეხმარებოდნენ. საშინელი ტექსტის სიმღერამ მომიწია. ორ საათში ჩავწერეთ. შოუსთვის ღირდა წვალებად, მაგრამ ცეკვა ვერ დავდგით, ვერ მოვასწარი...
- ვის გულშემატკივრობ პროექტში?
- ნანას ვგულშემატკივრობდი, ძალიან ვინერვიულე, როცა პროექტი დატოვა. ყველა კარგები არიან. ეს ისეთი შრომატევადი პროექტია, არც მქონდა გათვლილი დიდხანს იქ ყოფნა. დავთანხმდი იმიტომ, რომ შოუს ვჭირდებოდი.
- მონაწილეები ამბობენ, გია ჩვენთან ერთად არ ვარჯიშობდაო, რატომ?
- კი, როგორ არა. უბრალოდ, ისტერიკების პერიოდი მქონდა და მერე ყველა გადიოდა ხოლმე დარბაზიდან (იცინის). მონაწილეებს იმდენად არა, პედაგოგებს ეშინოდათ ჩემი. ამიტომ ჩემს მეწყვილეს, ვერას ასწავლიდნენ ილეთებს და ვერა მიხსნიდა მე.
- ვერას არ ეშინოდა შენი?
- ვერასაც ეშინოდა, მაგრამ რა ექნა? კიეველებს ყველას ეშინოდა ჩემი.
- რას შვრებოდი ამისთანას?
- გიჟი ვიყავი, მაგრად გავუბერე იმ პერიოდში. ნერვული აშლილობა მქონდა. თან წამლებს ვსვამდი, თან - ალკოჰოლს. რომ წარმოვიდგენდი, ხუთ დღეში ახალი ცეკვა უნდა დაგვედგა, დროს ვწელავდი. უაზროდ ვყვიროდი, ვინ სად იმალებოდა, უნდა გენახა.
- სახლში ვის უწევს შენი ატანა?
- მეგობრებს, ახლობლებს. ახლა ცოტა დავმშვიდდი, რომ აღარ ვსვამ, ნერვები დამიმშვიდდა. ყველას გაუხარდა, ალკოჰოლი რომ ამიკრძალეს. ჩემს თანაშემწეს, კახასაც გაუხარდა, რომ აღარ ვსვამ (იცინის).
- დაცვა აღარ გყავს?
- მყავს. მათაც უხარიათ. მეც მიხარია მგონი, იმდენს ვსვამდი და იმდენ ცუდს ვუკეთებდი ამით საკუთარ თავს. არავის ვაძინებდი ღამე, მეც ვათენებდი სმაში და ამათაც ვათენებინებდი. მეორე დღეს საქმე მიფუჭდებოდა, ინტერვიუები, კონცერტები, გადაღებები.
- რამდენი კილოგრამი დაიკელი?
- ძალიან ბევრი, ალბათ - 15. ეს არის ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დამსახურებაც და იმ ნერვიულობისაც, რომელიც საყვარელ ადამიანთან განშორებამ გამოიწვია. ვნერვიულობდი ცეკვაზეც, განშორებაზეც, ვერ ვახერხებდი რეპეტიციებზე სიარულს. მადლობელიც კი ვარ, რომ ადრე გამოვეთიშე პროექტს, თორემ ძალიან ბევრ ადამიანთან მომივიდოდა კონფლიქტი, ვინც ძალიან მიყვარს.
- რატომ დაშორდი საყვარელ ადამიანს?
- ვიეჭვიანე. რთული ასატანი ვარ, ზედმეტად მესაკუთრე.
- შენს ყოფილ ცოლზე უნდა გკითხო, ელიავაზე, დაშლილებში მუშაობსო, რომ მითხარი, რატომ მომატყუე?
- (ხარხარებს) არ მოგატყუე, ვღადაობდი. ჩემი ''პრიკოლნი'' ხასიათი არ იცი? დღეს ხომ არ გამიცანი. დაწერე ეგა? არც წამიკითხავს (იცინის). ვიღადავე, არც ვიცი, სად მუშაობს.
- სოფო, დედამთილს თქვენთან ურთიერთობა აქვს?
- არა, არანაირი ურთიერთობა არ აქვს. ნუგოს არ აქვს ამის სურვილი.
- გია, საახალწლოდ საჩუქარს არ ელოდები თაყვანისმცემლებისგან?
- საკუთარ თავს თვითონ გავუკეთე საჩუქარი. ისრაელიდან რომ ჩამოვედი, მანქანა ვიყიდე. მანქანა აქამდეც მყავდა, ''პრადოს'' ჯიპი, რომელიც სხვამ მაჩუქა. მომბეზრდა, გავყიდე და სხვა ვიყიდე, შავი ფერის მინდოდა. კიდევ ერთ საჩუქარს ვუკეთებ საახალწლოდ საკუთარ თავს, კასტინგს ჩემი შეყვარებულის პოსტზე.
- სად ატარებ კასტინგს?
- დედაქალაქში, მთლიანად ქალაქში (იცინის).

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
GIA
ულოცავ მთელ ოჯახს შობა-ახალ წელს და წარმატებეს უსურვებ. იქნებ ამ წელიწადში მაინც მოუკლოს თავის ქებას.
03:22 / 19-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მომწონს. კარგი ტიპია
19:20 / 07-01-2014
გამოხმაურება / 0 /
gocha
ძალიან ნიჭიერი მომღერალია მოქცევა რო იცოდეს და განდიდების მანია რო არ სჭირდეს!
17:23 / 07-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ძალიან დიდი პატივს გცემთ, ძალიან მიყვარხართ... ლაშა ნოზაძე....
14:16 / 07-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინე
file:///C:/Users/%D7%A2%D7%91%D7%A8%D7%99%D7%AA/Desktop/1533597_583501705063975_1829378348_n.jpg
19:00 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS