ვინ არის სალომე კერათიშვილი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
- სალომე, როგორ მოხვდით სერიალში?
- პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ევროკავშირ - საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეს-სამსახურში ვმუშაობდი. სერიალში კასტინგის შედეგად მოვხვდი. ეს ექსპრომტად
- რა საერთო გაქვთ თქვენს პერსონაჟთან?
- ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენს შორის. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ტიპის გოგონები. სცენარი როდესაც წავიკითხე, აღმოვაჩინე, რომ ასეთი გოგოები სამწუხაროდ ბევრია და ბევრი ისტორიაც გამახსენდა. ჩემთვის ეს არის სახასიათო როლი, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. მომწონს, საინტერესო პერსონაჟია, რთულია შესასრულებლად, რადგან ბევრი თვისებაა გაერთიანებული ამ გოგოში.
- სერიალში შენს პარტნიორზე ილო ბეროშვილზე რას გვეტყვი, როგორია მასთან მუშაობა?
- გამომდინარე იქიდან, რომ მე არ ვარ მსახიობი ძალიან დამეხმარა ილო. გადაღებაზე თავდაჯერებული მივედი, მაგრამ კამერა როცა ჩაირთო, ცოტა დავივბენი. ილომ საკუთარი გამოცდილება გამიზიარა და ამით ძალიან დამეხმარა. მოახერხა, რომ ეს სირთულეები დამეძლია. ეს ადამიანი არის პროფესიონალზე კიდევ უფრო მეტი. იმიტომ, რომ ძალიან დაძაბული ვიყავი, მან კი თავისუფება მომცა, ჩარჩოებში არ მომაქცია.
- ყველას აინტერესებს ხართ თუ არა შეყვარებული რეალურ ცხოვრებაში...
- შეყვარებული არ მყავს.
- ე.ი შანს ვუტოვებთ შენს თაყვანისმცემლებს?
- (იცინის)
- თქვენს „ფეისბუქზე“ ვნახე მსახიობ ედრიენ ბროუდთან გადაღებული ფოტო, სად შეხვდით ვარსკვლავს?
- ნიცაში ვიმყოფებოდი მეგობრებთან ერთად. ერთ-ერთ რესტორანში ვვახშმობდით, სადაც ედრიენ ბროუდი შემოვიდა, იქ ასეთ სტუმრებს მიჩვეულები არიან და თითქმის არავინ შეამჩნია. მე კი, ისე გამიხარდა კინაღამ გული წამივიდა.