06 იანვარი, 2014
როდის გაექცა ია ფარულავას სუფრიდან ვირტუოზი ქმარი
ია ჩემთვის და საქართველოსთვის საგანძურია. მასთან ურთიერთობისას ვერ ვგრძნობ, რომ ია ცნობილია, ის მავიწყებს, მაგრამ ხალხი მახსენებ მათი ქორწინება ამ წლის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მოვლენადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ არავინ ელოდა, რომ მსახიობ ია ფარულავას პირდაპირ ფილარმონიის სცენაზე სთხოვდნენ ხელს. იმ ღამეს გიტარისტმა ტარიელ სუარმა და ია ფარულავამ ჯვარი დაიწერეს. ყველაფრის მიუხედავად, ხალხს დიდხანს არ სჯეროდა მათი ქორწინების სინამდვილის, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ბედნიერად და ტკბილად ცხოვრობენ. იასა და ტარიელს
ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდით და ხალისიანი ინტერვიუ ჩავწერეთ.

- ია, ამბობენ, რომ დაოჯახების შემდეგ ისე თამამად აღარ ეხუმრე-ბოდით ნიჭიერის მონაწილეებს, როგორც ადრე.
- არა, თქვენ თუ იმას გულისხმობთ, რომ კვერცხულესის გამოსვლისას სცენაზე უნდა ავვარდნილიყავი, ტრუსი ჩამეხადა და მენახა, შიგნით რა ჰქონდა და ეს მეუღლის ხათრით არ გავაკეთე, არა. ისევ ისეთი თავისუფალი ვარ. ტარიელი ეჭვიანი და რქიანი კაცი არ არის. იცის, რომ მე ვარ ნომერი პირველი შოუვუმენი საქართველოში.
ტარიელი:
- იამ ყოველთვის იცის, სად არის ზომიერება, ოღონდ - ევროპული სტანდარტებით.
- ყოველდღიურ ცხოვრებაში რაზე მოგიხდათ ორივეს უარის თქმა?
ია:
- ლოგინში მარტო ძილზე (იღიმის).
ტარიელი:
- ჩართული ვიყავი საპროდიუსერო საქმიანობაში. ერთ-ერთ უნივერსიტეტში პროფესორმა მიმიწვია, რომ მეორე პროფესია, რეჟისურა მესწავლა.
ია:
- მას შემდეგ, რაც ტარიელის გიტარაზე დაკრული მოვისმინე, ძალიან გავბრაზდი. ვუთხარი, შენ ხარ გენიალური მუსიკოსი, ვირტუოზი, მაგრამ გენიალური რეჟისორი ვერ გახდები-მეთქი. ერთ ადამიანს ორივე არ გამოუვა. მთელი მისი გეგმები დავანგრიე და ვუთხარი, რომ გიტარისტის კარიერისთვის მიეხედა. ახლა დღეში რვა საათს ვარჯიშობს. მე ნამდვილად არ წავალ გერმანიაში საცხოვრებლად, სოსისების რესტორანში ვერ დავჯდები და ლუდს ვერ დავლევ. ისე, ძალიან მინდა, კონცერტებზე გავყვე და მაყურებლის ემოცია დავინახო, მაგრამ გამორიცხულია. ტარიელიც მიხვდა, რომ უჩემოდ ვერ ძლებს. მე ვფიქრობ, ისე დაგეგმავს თავის კარიერას, რომ წელიწადში რამდენჯერმე წავა საქართვე-ლოდან და ისევ ჩამოვა.
- ამბობენ, რომ დროებითი განშორება მეუღლეებს შორის სიყვარულს უფრო ამძაფრებს.
ია:

- ვეთანხმები მაგ მოსაზრებას, მონატრება აუცილებელია... ამბობენ, ურთიერთობებს უხდებაო.
ტარიელი:
- მე ვერ დავეთანხმები. ეს მაშინ ხდება, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს ამოწურავს და განმარტოება სჭირდებათ. ჩვენ არასოდეს დაგვძაბია ურთიერთობა.
ია:
- გინდა დაგიძაბო? უცებ დაგიძაბავ, ძმაო (იცინიან).
- ია, თქვენს მეუღლეზე არ ეჭვიანობთ? როგორც ვიცი, საქართველოში უკვე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.
- დიახ, „ფეისბუქზე“ ვიღაცები სწე რენ ხოლმე, როგორა ხარ, ტარიეეელ? ესეც პასუხობს, - კარგაად (იცინის). არა, აბსოლუტურად ვენდობი, ტარიელი ისეთი მამაკაცია, როდესაც ქალი უყვარს, გვერდზე არ იყურება.
- თქვენი ძველი ინტერვიუები მახსოვს და ასეთი სიყვარულით არც ერთ მამაკაცზე არ გისაუბრიათ.
- დავბერდი, ასაკი მომეტა (იღიმება)... არა, ტარიელი ძალიან მიყვარს, კარგი ადამიანია, სიმპათიური, ნიჭიერი. ზუსტად ისეთი პიროვნებაა, როგორიც მინდოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო. ახალი წელი მოდის და დღეს ტარიელს ვეკითხებოდი, რა გინდა-მეთქი. გოჭზე გიჟდება, შეუძლია, ერთ ჯერზე ერთი გოჭი შეჭამოს... არა, ღმერთმა შეარგოს. ისე, ცოტა მომისუქდა ამ ბოლო დროს. ტარიელ, ძველ წონას არ დაუბრუნდე, თორემ ცუდად იქნება საქმე. ვაპირებთ, ოჯახურად შე-ვხვდეთ ახალ წელს. ჩემი დედამთილიც იქნება, ქალბატონი მზია ასლამაზიშვილი. საერთოდ, ეს დღესასწაული არ მიყვარს. ორი წლის წინ ახალი წლის ღამეს ძმა დამეღუპა.
- ია, ალბათ თქვენ და ტარიელს ხშირად გიწევთ სტუმრად სიარული.
- ყველა ვირტუოზი ხომ უცნაურია, ტარიელი თან მთიულია და ეს კომბინაცია ერთხელ ცუდად დამთავრდა. დაბადების დღეზე მიგვიწვიეს. „სვეცკი“ სიტუაცია იყო, ნაღები საზოგადოება. ტარიელმა მითხრა, რომ გიტარა წაგვეღო, მაგრამ უარი ვუთხარი, არ გინდა-მეთქი. იუბილარმა რომ დაგვინახა, ძალიან გაუხარდა, მაგრამ გვკითხა, გიტარა რატომ არ წამოიღეთ, როგორ გელოდითო. ტარიელი სუფრასთან არ დამისვამს, ისე გავაბრუნე მოსატანად. მოვიდა, დაჯდა. როგორც კი ჩანგალი თავის საყვარელ გოჭის ხორცს ჩაარჭო და პირისკენ გააქანა, იუბილარმა უთხრა, „ვაიმე, ხომ არ დაგვიკრავთ?“ ამ დროს, ვეუბნები: „ტარიელ, დაგვიკარი“. შვილი რომ არ მყავს, ხანდახან ბავშვივით ვექცევი, ტარიელ, ადექი, დაწექი, პირი დაიბანე. თან საზოგადოებას მივმართე, - 15-წუთიანი ნაწარმოები დიდი იქნება ხომ, 4-წუთიანი ნაწარმოები ხომ არ გნებავთ? ამ დროს, ვიღაცამ დაიძახა, ვაიმე, მე ხუთ წუთში მივდივარო, მეორემ დაამატა, იქნებ, სამწუთიანი დაუკრას? უცებ ტარიელი აიშალა და ნაღებ საზოგადოებაში, ეს თქვენი ნაქები და ნადიდები გერმანელი ვირტუოზი გიტარისტი წამოხტა, კარგად ბრძანდე-ბოდეთო და სუფრა დატოვა. სასტიკი სიჩუმე ჩამოვარდა, რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. მერე ყველამ მე დამაბრალა, კაცს ასე არ უნდა ექცეოდეო. აწი, ვიცი, რომ არასოდეს არაფერს დავაძალებ. თანაცხოვრების პერიოდში ძალიან კარგი მეუღლეა. ჩემს პატარა ბინაში ვცხოვრობთ. ტარიელს ორი ბინა აქვს, მაგრამ მე ჩემს სამყაროში მინდოდა ყოფნა.
- თქვენი ბუდე გაქვთ მოწყობილი. რამდენად ხშირად მოდიან თქვენთან სტუმრები?
- ჩაიზე მოდიან სტუმრები, ახლახან ტარიელის მეგობარიც იყო, მაგრამ რადგან ტარიელი მთელი დღე სახლში მეცადინეობს, ვცდილობთ, საღამოობით გარეთ გავიდეთ.
- რომელი უფრო ადრე იძინებთ?
ტარიელი:

- უკეთესი შეკითხვა იქნებოდა, რომელი უფრო ადრე იღვიძებთ. ეს პრობლემა მოსაგვარებელია, რადგან მე 6 საათზე ვიღვიძებ და ვუკრავ. არ მსიამოვნებს, ამ დროს იას რომ ეღვიძება.
ია:
- მე ყურსასმენებს ვიკეთებ და ისევ ვიძინებ. ადრე, ბახს რომ მეცადინეობდა, შეუძლებელი იყო დაძინება. ახლა ყანჩელზე გადავიდა და მსიამოვნებს. საერთოდ, ერთნაირი ტიპები ვართ, ადრე გვიყვარს დაძინება.
- ია, „ნიჭიერის“ შემდეგ რომელიმე სხვა პროექტში ხომ არ აპირებთ მუშაობას?
- არის ლაპარაკი, მაგრამ რომც გავქრე, რა მოხდა... მაგრამ ვინ გამაქრობს? უსამსახუროდ ვინ დამტოვებს? თუმცა მაინც მინდა, კონცენტრირება ტარიელზე გავაკეთო და სააღდგომო ტურნეს დაგეგმვაში მივეხმარო. იცით, როგორი ტიპია? შეიძლება, სამ საათს მოუნდეს ინტერნეტით ბილეთის შეკვეთას. ამ დროს ვეუბნები, ტარიელ, გაიხადე ჩუსტები, ჩადი და ათ მეტრში სააგენტოა, სადაც ბილეთების შეძენა შეგიძლია.
ტარიელი:
- ია ზედმიწევნით სწრაფი და პრაქტიკულია. გერმანელი რაღაცის გაკეთებას სამ საათს ანდომებს, ქართველი - ოთხს, ია კი იმას ორ საათში მოაგვარებს.
ია:
- დღეს ცოტა დავიგვიანეთ ინტერვიუზე, ეს ტარიელის ბრალი იყო, მეცადინეობდა. ახალი წესი მაქვს, კართან ვდგები და ვითვლი, ტარიელ, ერთი, ერთ-ნახევარი, ორი, სამი...
- ტარიელ, რთული არ არის, იყოთ ია ფარულავას მეუღლე მაშინ, როდესაც თქვენი ბევრ მამაკაცს შურს?
- არა, პირიქით, ეს მართობს და მიხარია. მომწონს, როდესაც ჩემს მეუღლეს ყურადღებას აქცევენ, კომპლიმენტებს ეუბნებიან. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ზომიერებას გადადიან და ამ დროს შესაბამის პასუხსაც იღებენ.
ია:
- ჟურნალისტი სხვა რამეს გეკითხება, ტარიელ, ჩემი შარავანდედი ხომ არ გთრგუნავს (იცინის).
ტარიელი:
- არა, არა, თითქოს ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი.
ია:
- სინამდვილეში მე კი ვარ პოპულარული და ხალხს ვუყვარვარ, ეს ძალიან მიხარია, მაგრამ იმის მეასედი ხელოვანიც არ ვარ, როგორიც ტარიელია. ის ძა-ლიან დიდ შრომას დებს თავის მუსიკაში, მე რა შრომას ვდებ? დავჯდები, ვიქაქანებ და მოვდივარ.
ტარიელი:
- ია ვინ არის, ვიცოდი, მაგრამ როდესაც დღეს მაღაზიაში შევდივარ ან ხა-ლხმრავალ ადგილას ვხვდები, ყველა მეუბნება იაზე, ჩვენი გოგო, ჩვენი პრინცესა, როგორ გვიყვარს. ამიტომ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ უფრო მეტად გავუფრთხილდე. ია ჩემთვის და საქართველოსთვის საგანძურია. მასთან ურთიერთობისას ვერ ვგრძნობ, რომ ია ცნობილია, ის მავიწყებს, მაგრამ ხალხი მახსენებს (იღიმება).
ია:
- ის, რაც „ნიჭიერის“ ეთერში გასვლის შემდეგ მოხდა, არ ვიცი... იმხელა სიყვარული მივიღე ხალხისგან. რაც მე „ვიპახავე“ „დღის შოუში“, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, „ყოფილი ცოლების კლუბში“... ახლოსაც კი არ მოდის ის პოპულარობა იმასთან, რაც „ნიჭიერმა“ მომიტანა.
ტარიელი:
- ყველა აღნიშნავს, რომ ია გულწრფელია და ხალხის სათქმელს ამბობს.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 85 /
საჩუქარი
რა სამწუხაროა რომ მაღაზიებში არ იყიდება ტვინი , შეგნება და ზრდილობა, თორემ სიამოვნებით ვაჩუქებდი როგორც ია ფარულავას ასევე ტარიელსაც, ძალიან განიცდიან ამ სამი თვისების უქონლობას
22:10 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ალფონს
კატლეტების ჭამა მიყვარს,გოჭის მიკრაჭუნებაცო,მქთა ლუკმა მევასებააა.... იას გასულელებაოოო და......ოვვ ნანანანა ნანანა ოდელია უ ნანაოოო დააა
21:52 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ხალხი
იაზე ვინც დაიბოღმება სულელი უნდა იყოს.რომელი ბედნიერი ქალი ეგ იყო ან არის.რახან თამასობს თანაც უზრდელობს ამიტომ თუ ვინმეს ბედნიერი გგონიათ ცდებით.ერთი ბალღი მაინცა გყოლოდა სიბერეში წყალს დაგალევინებდა.ტარიელის იმედზე მტერი დარჩა.ერთი წელი და ჰაიდაააა
21:48 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნენე
რა ჭირს ამ ხალხს. ნუთუ არ დაიღალეთამდენი შურით? რატომ ძრომიალობთ სხვის ცხოვრებაში ესე ბოროტად?
21:37 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ანანო
ია სუფთა საპროფილე ოჯახში ჩავარდი და აბა თქვენ იცით, გილოცავთ აფსუს ფარულავების სანიმუშო ოჯახი როგორ და რა დონეზე დაეცა
21:11 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ვინმე
ია ძალიან საყვარელი ქალი ხარ,,,ხალხი დაბოგმილია ტავისი უაზრო და უინტერესო ცხოვრებიტ და ჯავრს შენზე იყრიან,,,დაიკიდე,,,ძალიან კარგი ხარ,,,ტავისუფალი,,,სხვისი აზრი ვაფშეა არ უნდა გაინტერესებდეს და ასე იქცევი,,,ყველამ ტავის ანგრეულ ცხოვრებას მიხედოს რა
20:59 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
რომეო
არა აქვს მაგ გიტარისტს სუფთა თვალები.ირმას ვულოცავ რომ ეგ ტარიელა დროზე მოიცილა და იას კიდე კაი ალფონსი ჭირი შეეყარა.
19:47 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
კარა
ეგ ბოტოქსყვავა რასაც იტყუება ამერიკული დრიურებიდან დაწყებული ტარასას გიტარამდე....მაგ ქალის თამაშის ბოლო ფსიქიატრიულია.ტარიელას და იას ქორწინება ვისაც სჯრა ისიც მაგარი დაქნეული უნდა იყოს.გოჭის ჭამა ყვარებია ტაროს იას ნაყიდია რა ენაღვლება...
19:46 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
ია არავის არ მოუსმინო რაც არ უნდა იყოს ხალხს უყვარხარ ალალი და კეთილი გოგო ხარ.
15:15 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლინდა
ია, მართლაც გამორჩეული ქალი ხარ და ბევრს შურს ტარიელის, ამიტომ წერენ შეურაცხმყოფ სიტყვებს, ამისთანა უნამუსოებს ყურადღება არ მიაქციოთ
14:56 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS