ის წარმატებულ სპორტულ კარიერასთან ერთად სპორტულ აკადემიაში სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებიდან ჰქონდა შემოთავზება, შმაგი პატრიოტი ადამიანიც გახლავთ და არ აპირებს ქვეყნის დატოვებას. ის უკვე პოპულარული ბიჭია და შესაბამისად სასურველ სასიძოებს შორის მოიაზრება. საინტერესოა, როგორი გოგონები მოსწონს მას.
ჩემპიონი „რეიტინგს“ რედაქციაში ესტუმრა.
- შეყვარებული არ მყავს. ჯერ არ გამოჩენილა ისეთი ვინმე, რომ მომეწონოს, გამიგოს და მთელი ცხოვრების გატარება მასთან ერთად მინდოდეს. ეს ალბათ ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე მოხდა ასე, რადგან მოჭიდავეებს გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, სულ გზაში ვარ.
- როგორი გარეგნობის გოგონები მოგწონს?
- ჩამოყალიბებული კრიტერიუმები არ მაქვს, უფრო შავთმიანი და წაბლისფერთმიანი გოგონები მომწონს.
- შენმა საყვარელმა ქალმა უნდა იცოდეს თუ არა კერძების მომზადება?
- მე სპორტსმენი ვარ და მესიამოვნება ჩემი ცოლი თუ კარგ საჭმელს დამახვედრებს, ვარჯიშის შემდეგ, რომ დავბურნდები.
- რას ფიქრობ ამ დევიზზე „ქალი კუხნაში“?
- მე ვფიქრობ, რომ კარგია როდესაც ორივე ქალიც და კაციც ჩართულია ამ პროცესში, რატომაც არა. მე დამოუკიდებლად ვცხოვრობ დ ვიცი საჭმლის გაკეთება.
- გენდერულ თანასწორობაზე რას ფიქრობ?
- მიუხედავად იმისა, რომ მე ევროპაში გასული ვარ და ვიცი... საქართველოში კაცი უფრო წინ დგას, ვიდრე ქალი. კი თანაბარი უფლებები აქვს ქალს და მამაკაცს, მაგრამ კაცმა უნდა მართოს ოჯახი.
- რამდენი შვილი გინდა რომ გყავდეს?
- რამდენსაც შევძლებ (იცინის).
- მოჭიდავე გოგონებზე რას ფიქრობ არასდროს მოგწონებია?
- გააჩნია. ვიზუალურად ლამაზებიც არიან და ნორმალურებიც. საზღვარგარეთ მომწონებია. გოგოების ჭიდაობაც მინახავს.
- ჭიდაობის დროს გოგონა სექსუალურია?
- იშვიათობაა, რადგან ყველა სექსუალური არ არის, მაგრამ ასეთებიც არიან (იცინის).
- სექსუალური ქალი როგორია შენი შეფასებით?
- რა თქმა უნდა, ფიგურაზეა ყველაფერი დამოკიდებული.